1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო-, ფოტო-, ფონომასალების სახელმწიფო ფონდები, სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები პრივატიზებას არ ექვემდებარება.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით.

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4711 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.141

საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4552 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1623 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3042 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №374 – ვებგვერდი, 18.03.2021