„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№374-IVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
450000000.05.001.020255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შეთანხმებით.“.

2. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის კოორდინაციას და ამ საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირთა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სამინისტრო.“.

3. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით.“.

4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფოს ეგიდით კულტურული გაცვლის სუბიექტთა უცხოეთში გასვლის ნებართვას იძლევა სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N374-IVმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

კულტურის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.03.2021.
როდის იქნა მიღებული „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №374-IVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 450000000.05.001.020255.
რამდენი მუხლისგან შედგება „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №374-IVმს-Xმპ, 16.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 450000000.05.001.020255 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5118379/