„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- კულტურული მემკვიდრეობის შესახებ 08.05.2007
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით გადასცეს ამ კანონით განსაზღვრული, სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება მის ტერიტორიულ ორგანოს, აგრეთვე სტრუქტურულ ერთეულს.“.
3. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტების ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1628-რს |