„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №656 |
|
2015 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;“.
2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსების მიღების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომამდე 3 სამუშაო დღის განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში, დაფინანსების მოდულში ადასტურებს თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის სისწორეს.
42. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის 41 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის მითითებულ ვადაში დაუდასტურებლობა არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.“.
3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. სამინისტრო უფლებამოსილია, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს, ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, გადაურიცხოს 2016 წლის პირველი კვარტალის ფარგლებში გადასარიცხი თანხა, რისთვისაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებითა და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზრუნველყოფს, არა უგვიანეს 2015 წლის 29 დეკემბრისა, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისათვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდებას.“.
1. პირველი პუნქტით წარმოდგენილი „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებზე.
2. მე-3 პუნქტით წარმოდგენილი „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 25 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|