„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№303
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.017470
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2013 წლის 29 ნოემბერი

   ქ.თბილისი

 

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1.  პირველი მუხლით განსაზღვრული ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესის და პირობების“:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება.“;

ბ) მე-7 მუხლის:

 

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა:

ა)საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში −შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე.”;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზნით:

ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების  ჩატარებამდე 7 დღით ადრე ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა

1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი  №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით  შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის  შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ)10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული  სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით.

 

 მუხლი 9. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა

1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდე-

ნობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა.“;

დ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-12 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაციის ფორმა და წარდგენის ვადები;

ბ) თარიღი, რომლის მდგომარეობითაც დაითვლება პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში.”;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას სამინისტრო ახორციელებს კვარტალურად, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.”;

ვ) მე-17 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV და V თავები:

„თავი IV. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება

მუხლი 18. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიერ დაფუძნებული:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

მუხლი 19. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება გაიცემა, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიზნობრივ პროგრამას/პროგრამებს შესაძლებელია ჰქონდეს მიზნობრივი ქვეპროგრამა/ქვეპროგრამები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამით, ასევე მიზნობრივი პროგრამის შესაბამისი მიზნობრივი ქვეპროგრამით განისაზღვრება:

ა) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი;

ბ) მიზნობრივი პროგრამის მოსალოდნელი შედეგები;

გ) მიზნობრივი პროგრამის განხორციელების ვადა;

დ) მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტის კვარტალური განწერა.

 

თავი V. გარდამავალი დებულებანი

 მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. პროფესიული სტუდენტის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“  34-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლების არაუგვიანეს იმავე დებულების 24-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში, დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მიეცემა შიდა მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტალიდან.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 34-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხული, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით:

ა) სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზრუნველყოფს 2013 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში  დამატებით გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისთვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს 2013 წლის მე-4 კვარტალში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში დამატებით გადასარიცხი თანხის დაანგარიშებასა და გადარიცხვას.

3. სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით აუცილებელი ხარჯები, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს შეიძლება მიეცეს დამატებითი დაფინანსების სახით, მის მიერ კვარტალის დასრულებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვით) საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.

5. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს მიმართვა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

გ) გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

6. მინისტრი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

7. სამინისტრო უფლებამოსილია 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადაურიცხოს 2014 წლის პირველი კვარტალის ფარგლებში გადასარიცხი თანხა, რისთვისაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებითა და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზ-რუნველყოფს, 2013 წლის 24 დეკემბრამდე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისთვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.

8. 2013 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტის მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება არ მიეცემა.“.

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი N2-ის პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეციალიზაციაზე I-III საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული სპეციალიზაცია

საფეხური

სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

1

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

I

400

2

მეხილე

II

3

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

II

4

მებოსტნე

II

5

თევზგადამმუშავებელი

III

6

თევზის მრეწავი

III

7

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

III

8

მებოსტნე

III

9

მეხილე

III

10

მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)

III

11

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

III

12

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

13

ბუღალტერი

III

14

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

II

650

15

საკერავი მანქანების მექანიკოსი

III

16

ამწის მემანქანე

III

17

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

II

18

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

III

19

კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)

III

20

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი

III

21

ტოპოგრაფი

III

22

თექის ხელოსანი

III

23

ღონისძიებათა მომწყობი

III

24

ინფორმაციული ტექნოლოგი

III

25

მევენახე

III

26

მასაჟისტი

III

27

კომპიუტერული ინჟინერი

III

28

ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი  

III

29

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

III

30

გამყიდველ-კონსულტანტი

III

31

რძის გადამმუშავებელი

III

32

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

III

33

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

III

34

რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე,მებეტონე)

III

35

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)

III

36

ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

III

800

37

კალატოზი

III

38

კომპიუტერული გრაფიკოსი

III

39

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

III

40

მებათქაშე

III

41

თაბაშირმუყაოს სპეციალისტი

III

42

ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი (წვრილ ცხოველთა: ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო - სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველებისა და თევზების და სხვა)

III

43

მღებავი

III

44

საბაჟო წარმომადგენელი

III

45

მოლარე (ბანკის  და  ა.შ)

III

46

ზეინკალ - სანტექნიკოსი

III

47

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

II

48

ტრაქტორისტ - მემანქანე

III

49

მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული)

III

50

მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი)

III

51

მეთუნუქე-მღებავი

III

52

სტილისტი (ქალი, მამაკაცი)

III

53

ელექტრიკოსი

III

54

იუველირი

III

55

მიმღები - რეცეფციონისტი

III

56

მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი

III

57

მელიორატორი (აგრომელიორატორი, ჰიდრომელიორატორი)

III

58

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

III

59

ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

III

950

60

ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი

III

61

მემცენარე

III

62

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

III

63

სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

III

64

ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს – შემკეთებელი

III

65

ძრავის შემკეთებელი

III

66

მეფილე – მომპირკეთებელი

III

67

სავალი ნაწილის ტექნიკოსი

III

68

ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ტუროპერატორი)

III

69

გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

III

70

ავტომობილის ზეინკალი

III

71

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

III

72

კბილის ტექნიკოსი

III

73

დეკორატიულ - გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

III

74

მეღვინე

III

75

სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი

III

76

სამთო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი

III

1150

77

გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.)

III

78

გვირაბგამყვანი

III

79

გარემოს დაცვის ტექნიკოსი

III

80

ხის მხატრული დამუშავების სპეციალისტი

III

81

ყველის მწარმოებელი

III

82

ელმავლის მემანქანე

III

83

ექთნის თანაშემწე

III

84

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

85

სამთო ტექნიკოსი

III

86

დურგალი

III

87

სამკერვალო ნაწარმის  სპეციალისტი

III

88

ბარმენი

III

89

კომპიუტერული გრაფიკოს- ანიმატორი

III

90

ვებსპეციალისტი

III

91

სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი

III

92

შემდუღებელი

III

93

კომპიუტერული  ქსელებისა და  სისტემების ადმინისტრატორი

III

94

ხილ - ბოსტნეულის  გადამმუშავებელი

III

95

ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების  სპეციალისტი

III

96

სომელიე

III

97

მეფუტკრე

III

98

მემინანქრე

III

1300

99

პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი

III

100

აგრარული ტექნიკის მექანიკოსი

III

1400

101

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

102

სარკინიგზო გადამზიდავი

III

1500

103

სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლუატაციის ოპერატორი

III

104

მზარეული

II

1700

105

მზარეული

III

1900

106

რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

2250

107

მელიანდაგე

III

108

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი

III

109

სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი

III

110

რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

111

კონდიტერი

III

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი