პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2013 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№244
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.017410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (32)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2013 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვროს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი №1

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების დაფინანსების (შემდგომში − დაფინანსების) წესსა და პირობებს.

მუხლი 2. დაფინანსების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ამ  წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

2. დაფინანსებას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (გარდა სამინისტროსი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ მათ მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად.

მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანი

სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის მიზანია:

ა) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;

ბ)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  პოტენციალის შენარჩუნება და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებათა გაფართოება;

გ)პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება;

დ) პროფესიული სტუდენტების ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება, რომელიც მოითხოვს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამოყენებას;

ე) ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების (მაჩვენებლის) ზრდა.

მუხლი 4. დაფინანსების სახეები

დაფინანსების სახეებია:

ა) ვაუჩერული დაფინანსება;

ბ) პროგრამული დაფინანსება.

თავი II. ვაუჩერული დაფინანსება
მუხლი 5. ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:

ა) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული:

ა.ა)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ა.ბ)პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მუხლი 6. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი

ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად.

მუხლი 7. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე;

დ) იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც ფინანსდებოდა ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილების მიხედვით და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც ფინანსდებოდა ,,2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე  IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილების მიხედვით და  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებას ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამის საფეხურზე/საფეხურებზე.

3. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების  ჩატარებამდე 7 დღით ადრე ადგენს პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ვაუჩერულ დაფინანსებას მოიპოვებს  ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში გადალახეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

მუხლი 8. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა

1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე:

ა) ჩარიცხული 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი  №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) ჩარიცხული 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი  №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) ჩარიცხული 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) ჩარიცხული 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით  შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) ჩარიცხული 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) ჩარიცხული 10 პროფესიული სტუდენტის  შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში  ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული  სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით.

მუხლი 9. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა

1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა.

მუხლი 10. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის შეზღუდვა

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ ერთზე მეტ, ასევე ერთი და იმავე პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლისათვის ვაუჩერული დაფინანსების მიცემა დაწესებულებისათვის.

მუხლი 11. ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის დამტკიცება

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვიდან 14 დღის ვადაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას იმ პროფესიული სტუდენტების შესახებ, რომელთა რაოდენობის გათვალისწინებითაც, აქვს უფლება მიიღოს ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მიხედვით.

2.სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი 5 დღის ვადაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში გადამოწმების მიზნით.

3. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 10 დღის ვადაში ამოწმებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 3 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას სამინისტროს.

4. სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების დოკუმენტს, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დამტკიცების შემდეგ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი 1 დღის ვადაში იგზავნება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში.

მუხლი 12. ვაუჩერული დაფინანსების გადარიცხვის წესი

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად,  ვაუჩერული დაფინანსების ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის გადარიცხვისათვის აუცილებელ ინფორმაციას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს:

ა) ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ − სამართლებრივი აქტის სამინისტროსგან მიღებიდან 10 დღის ვადაში,  ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს მიერ თანხის პირველადი გადარიცხვის მიზნით;

ბ) კვარტალურად, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის კვარტალურად გადარიცხვის მიზნით.

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, შესაბამისი კვარტალის დასაწყისისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით.

4. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პირველად და კვარტალურად გადასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუა-ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული  დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის  საფუძველი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს პროფესიულ სტუდენტს გადაურიცხავი ვაუჩერული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.

მუხლი 13. ვაუჩერული დაფინანსების გადატანა

1. პროფესიული სტუდენტის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულებიდან ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ წესის მიზნებისათვის შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, მხოლოდ  პროფესიული სტუდენტის მიერ ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე.

2. მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მიმღები ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტალიდან.

3. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა  მის მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ამ დადგენილების დანართი №2-ით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საფეხურისათვის განკუთვნილი  სწავლის საფასურის მაქსიმალური ღირებულებიდან დარჩენილი გაუხარჯავი ოდენობით.

მუხლი 14. ვაუჩერული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა

1. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობით სარგებლობის, ასევე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ იმ დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის პროფესიული სტუდენტი, ვაუჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით უნარჩუნდება მომდევნო კვარტალის დაწყებამდე.

2. პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას შეუჩერდება მომდევნო კვარტალის დაწყებიდან ამ პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე, არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, პროფესიული სტუდენტის მიერ, პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის გარეშე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს ამ წესის მე-2 მუხლის თანახმად შეჩერებული ვაუჩერული დაფინანსების შეწყვეტას.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის დაკარგვის/ვადის გასვლის შემთხვევაში დაწესებულებას შეუწყდება ვაუჩერული დაფინანსების მიცემა.

თავი III. პროგრამული დაფინანსება
მუხლი 15. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიერ დაფუძნებული:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

მუხლი 16. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნები და საფუძველი

1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა კვარტალურად, ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე, შემდეგი მიზნებისათვის:

ა) საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალისა და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისათვის;

ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის;

გ) სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის.

2. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ კვარტალის დასრულებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვა (თანდართული ხარჯთაღრიცხვით).

მუხლი 17. პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი

1. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნით, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.

2. ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე.

3. მინისტრი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.


საქართველოს მთავრობის 2013 წლის

19  სექტემბრის   N244      დადგენილების

დანართი N 2


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა
მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეციალიზაციაზე I-III საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული სპეციალიზაცია

საფეხური

სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

1

ზოოტექნიკოსი

I

400

2

მეხილე

II

3

ზოოტექნიკოსი

II

4

მებოსტნე

II

5

თევზგადამმუშავებელი

III

6

თევზის მრეწავი

III

7

ზოოტექნიკოსი

III

8

მებოსტნე

III

9

მეხილე

III

10

მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)

III

11

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

III

12

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

13

ბუღალტერი

III

14

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

II

650

15

საკერავი მანქანების მექანიკოსი

III

16

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

17

ამწის მემანქანე

III

18

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

II

19

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

III

20

კრიმინალისტი

III

21

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი

III

22

ტოპოგრაფი

III

23

თექის ხელოსანი

III

24

ღონისძიებათა მომწყობი

III

25

ინფორმაციული ტექნოლოგი

III

26

მევენახე

III

27

მასაჟისტი

III

28

კომპიუტერული ინჟინერი

III

29

ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო -ტექნიკოსი  

III

30

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

III

31

გამყიდველ- კონსულტანტი

III

32

რძის გადამმუშავებელი

III

33

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

III

34

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემის ტექნიკოსი

III

35

რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი

III

36

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)

III

37

ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

III

800

38

კალატოზი

III

39

კომპიუტერული გრაფიკოსი

III

40

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

III

41

მებათქაშე

III

42

თაბაშირმუყაოს სპეციალისტი

III

43

ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი

III

44

მღებავი

III

45

საბაჟო წარმომადგენელი

III

46

მოლარე(ბანკის  და  ა.შ)

III

47

ზეინკალ -სანტექნიკოსი

III

48

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

III

49

ტრაქტორისტ-მემანქანე

III

50

მცენარეების დამამზადებელი( სამკურნალო, არომატული)

III

51

მეტყევე

III

52

მეთუნუქე-მღებავი

III

53

სტილისტი(ქალი, მამაკაცი)

III

54

ელექტრიკოსი

III

55

იუველირი

III

56

მიმღები- რეცეფციონისტი

III

57

მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი

III

58

მელიორატორი

III

59

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

III

60

ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

III

950

61

ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი

III

62

მემცენარე

III

63

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

III

64

სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

III

65

ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს –შემკეთებელი

III

66

ძრავის შემკეთებელი

III

67

მეფილე – მომპირკეთებელი

III

68

სავალი ნაწილის ტექნიკოსი

III

69

ტუროპერატორი

III

70

გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

III

71

ავტომობილის ზეინკალი

III

72

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

III

73

კბილის ტექნიკოსი

III

74

დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

III

75

მეღვინე

III

76

სამთო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი

III

1150

77

გიდი

III

78

გვირაბგამყვანი

III

79

გარემოს დაცვის ტექნიკოსი

III

80

ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი

III

81

ყველის მწარმოებელი

III

82

ელმავლის მემანქანე

III

83

ექთნის თანაშემწე

III

84

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

85

სამთო ტექნიკოსი

III

86

დურგალი

III

87

სამკერვალო ნაწარმის  სპეციალისტი

III

88

ბარმენი

III

89

კომპიუტერული გრაფიკოს-ანიმატორი

III

90

ვებსპეციალისტი

III

91

სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი

III

92

შემდუღებელი (ელექტრორკალური შედუღება)

III

93

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი

III

94

ხილ- ბოსტნეულის  გადამმუშავებელი

III

95

ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების  სპეციალისტი

III

96

სომელიე

III

97

მეფუტკრე

III

98

მემინანქრე

III

1300

99

პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი

III

100

აგრარული ტექნიკის მექანიკოსი

III

1400

101

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

102

სარკინიგზო გადამზიდავი

III

1500

103

სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლოატაციის ოპერატორი

III

104

მზარეული

II

1700

105

მზარეული

III

1900

106

რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

2250

107

მელიანდაგე

III

108

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი

III

109

სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი

III

110

რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

111

კონდიტერი

III

 

მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სპეციალიზაციის როგორც IV, ასევე V საფეხურებისათვის განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით.

 


პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად

მუხლი 1🔗

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვროს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2🔗

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართი N2-ის შესაბამისად.

მუხლი 3🔗

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილება.

მუხლი 4🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

დანართი №1
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების დაფინანსების (შემდგომში − დაფინანსების) წესსა და პირობებს.

მუხლი 2. დაფინანსების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ამ  წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

2. დაფინანსებას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (გარდა სამინისტროსი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ მათ მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად.

მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანი
სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის მიზანია:

ა) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;

ბ)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  პოტენციალის შენარჩუნება და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებათა გაფართოება;

გ)პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება;

დ) პროფესიული სტუდენტების ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება, რომელიც მოითხოვს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამოყენებას;

ე) ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების (მაჩვენებლის) ზრდა.

მუხლი 4. დაფინანსების სახეები
დაფინანსების სახეებია:

ა) ვაუჩერული დაფინანსება;

ბ) პროგრამული დაფინანსება.

თავი II. ვაუჩერული დაფინანსება
მუხლი 5. ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:

ა) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული:

ა.ა)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ა.ბ)პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მუხლი 6. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი

ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად.

მუხლი 7. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი
1. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე;

დ) იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც ფინანსდებოდა ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილების მიხედვით და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც ფინანსდებოდა ,,2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე  IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილების მიხედვით და  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებას ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამის საფეხურზე/საფეხურებზე.

3. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების  ჩატარებამდე 7 დღით ადრე ადგენს პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ვაუჩერულ დაფინანსებას მოიპოვებს  ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში გადალახეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

მუხლი 8. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა

1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე:

ა) ჩარიცხული 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი  №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) ჩარიცხული 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი  №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) ჩარიცხული 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) ჩარიცხული 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით  შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) ჩარიცხული 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) ჩარიცხული 10 პროფესიული სტუდენტის  შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში  ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული  სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით.

მუხლი 9. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა

1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით  მიღებული  თანხის  ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა.

მუხლი 10. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის შეზღუდვა

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ ერთზე მეტ, ასევე ერთი და იმავე პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლისათვის ვაუჩერული დაფინანსების მიცემა დაწესებულებისათვის.

მუხლი 11. ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის დამტკიცება🔗

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვიდან 14 დღის ვადაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას იმ პროფესიული სტუდენტების შესახებ, რომელთა რაოდენობის გათვალისწინებითაც, აქვს უფლება მიიღოს ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მიხედვით.

2.სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი 5 დღის ვადაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში გადამოწმების მიზნით.

3. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 10 დღის ვადაში ამოწმებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 3 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას სამინისტროს.

4. სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების მინიჭების დოკუმენტს, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დამტკიცების შემდეგ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი 1 დღის ვადაში იგზავნება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში.

მუხლი 12. ვაუჩერული დაფინანსების გადარიცხვის წესი

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად,  ვაუჩერული დაფინანსების ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის გადარიცხვისათვის აუცილებელ ინფორმაციას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს:

ა) ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ − სამართლებრივი აქტის სამინისტროსგან მიღებიდან 10 დღის ვადაში,  ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს მიერ თანხის პირველადი გადარიცხვის მიზნით;

ბ) კვარტალურად, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის კვარტალურად გადარიცხვის მიზნით.

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, შესაბამისი კვარტალის დასაწყისისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით.

4. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პირველად და კვარტალურად გადასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუა-ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული  დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის  საფუძველი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს პროფესიულ სტუდენტს გადაურიცხავი ვაუჩერული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.

მუხლი 13. ვაუჩერული დაფინანსების გადატანა

1. პროფესიული სტუდენტის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულებიდან ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ წესის მიზნებისათვის შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, მხოლოდ  პროფესიული სტუდენტის მიერ ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე.

2. მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მიმღები ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტალიდან.

3. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა  მის მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ამ დადგენილების დანართი №2-ით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საფეხურისათვის განკუთვნილი  სწავლის საფასურის მაქსიმალური ღირებულებიდან დარჩენილი გაუხარჯავი ოდენობით.

მუხლი 14. ვაუჩერული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა

1. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობით სარგებლობის, ასევე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ იმ დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის პროფესიული სტუდენტი, ვაუჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით უნარჩუნდება მომდევნო კვარტალის დაწყებამდე.

2. პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას შეუჩერდება მომდევნო კვარტალის დაწყებიდან ამ პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე, არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, პროფესიული სტუდენტის მიერ, პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის გარეშე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს ამ წესის მე-2 მუხლის თანახმად შეჩერებული ვაუჩერული დაფინანსების შეწყვეტას.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის დაკარგვის/ვადის გასვლის შემთხვევაში დაწესებულებას შეუწყდება ვაუჩერული დაფინანსების მიცემა.

თავი III. პროგრამული დაფინანსება
მუხლი 15. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიერ დაფუძნებული:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

მუხლი 16. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნები და საფუძველი

1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა კვარტალურად, ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე, შემდეგი მიზნებისათვის:

ა) საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალისა და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისათვის;

ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის;

გ) სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის.

2. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ კვარტალის დასრულებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვა (თანდართული ხარჯთაღრიცხვით).

მუხლი 17. პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი

1. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნით, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.

2. ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე.

3. მინისტრი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19  სექტემბრის   N244      დადგენილების

დანართი N 2

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეციალიზაციაზე I-III საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:🔗

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული სპეციალიზაცია

საფეხური

სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

1

ზოოტექნიკოსი

I

400

2

მეხილე

II

3

ზოოტექნიკოსი

II

4

მებოსტნე

II

5

თევზგადამმუშავებელი

III

6

თევზის მრეწავი

III

7

ზოოტექნიკოსი

III

8

მებოსტნე

III

9

მეხილე

III

10

მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)

III

11

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

III

12

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

13

ბუღალტერი

III

14

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

II

650

15

საკერავი მანქანების მექანიკოსი

III

16

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

17

ამწის მემანქანე

III

18

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

II

19

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

III

20

კრიმინალისტი

III

21

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი

III

22

ტოპოგრაფი

III

23

თექის ხელოსანი

III

24

ღონისძიებათა მომწყობი

III

25

ინფორმაციული ტექნოლოგი

III

26

მევენახე

III

27

მასაჟისტი

III

28

კომპიუტერული ინჟინერი

III

29

ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო -ტექნიკოსი  

III

30

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

III

31

გამყიდველ- კონსულტანტი

III

32

რძის გადამმუშავებელი

III

33

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

III

34

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემის ტექნიკოსი

III

35

რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი

III

36

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)

III

37

ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

III

800

38

კალატოზი

III

39

კომპიუტერული გრაფიკოსი

III

40

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

III

41

მებათქაშე

III

42

თაბაშირმუყაოს სპეციალისტი

III

43

ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი

III

44

მღებავი

III

45

საბაჟო წარმომადგენელი

III

46

მოლარე(ბანკის  და  ა.შ)

III

47

ზეინკალ -სანტექნიკოსი

III

48

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

III

49

ტრაქტორისტ-მემანქანე

III

50

მცენარეების დამამზადებელი( სამკურნალო, არომატული)

III

51

მეტყევე

III

52

მეთუნუქე-მღებავი

III

53

სტილისტი(ქალი, მამაკაცი)

III

54

ელექტრიკოსი

III

55

იუველირი

III

56

მიმღები- რეცეფციონისტი

III

57

მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი

III

58

მელიორატორი

III

59

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

III

60

ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

III

950

61

ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი

III

62

მემცენარე

III

63

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

III

64

სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

III

65

ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს –შემკეთებელი

III

66

ძრავის შემკეთებელი

III

67

მეფილე – მომპირკეთებელი

III

68

სავალი ნაწილის ტექნიკოსი

III

69

ტუროპერატორი

III

70

გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

III

71

ავტომობილის ზეინკალი

III

72

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

III

73

კბილის ტექნიკოსი

III

74

დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

III

75

მეღვინე

III

76

სამთო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი

III

1150

77

გიდი

III

78

გვირაბგამყვანი

III

79

გარემოს დაცვის ტექნიკოსი

III

80

ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი

III

81

ყველის მწარმოებელი

III

82

ელმავლის მემანქანე

III

83

ექთნის თანაშემწე

III

84

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

85

სამთო ტექნიკოსი

III

86

დურგალი

III

87

სამკერვალო ნაწარმის  სპეციალისტი

III

88

ბარმენი

III

89

კომპიუტერული გრაფიკოს-ანიმატორი

III

90

ვებსპეციალისტი

III

91

სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი

III

92

შემდუღებელი (ელექტრორკალური შედუღება)

III

93

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი

III

94

ხილ- ბოსტნეულის  გადამმუშავებელი

III

95

ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების  სპეციალისტი

III

96

სომელიე

III

97

მეფუტკრე

III

98

მემინანქრე

III

1300

99

პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი

III

100

აგრარული ტექნიკის მექანიკოსი

III

1400

101

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

102

სარკინიგზო გადამზიდავი

III

1500

103

სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლოატაციის ოპერატორი

III

104

მზარეული

II

1700

105

მზარეული

III

1900

106

რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

2250

107

მელიანდაგე

III

108

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი

III

109

სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი

III

110

რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

111

კონდიტერი

III

მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სპეციალიზაციის როგორც IV, ასევე V საფეხურებისათვის განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით.🔗