„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №279 |
|
2019 წლის 12 ივნისი ქ. თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“.
2. 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართ №3-ის შესაბამისად.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“:
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;“;
ბ) 81 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულება (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა) ამტკიცებს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს, რომელიც განისაზღვრება ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრული შესაბამისი მოდულების საფასურის (შემდგომში − მოდულის საფასური) ჯამური ღირებულებით. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის დადგენისას, უფლებამოსილია, პროგრამის საფასური განსაზღვროს შესაბამისი მოდულების საფასურის ჯამური ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით. ამ შემთხვევაში, სამინისტრო მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას განახორციელებს არაუმეტეს ამ პროგრამაში შემავალი მოდულების საფასურების ჯამური ღირებულების ოდენობით.“;
ბ.ბ) 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პროგრამის შემადგენელი იმ მოდულების, რომელთა ერთი სწავლის შედეგი მაინც მიიღწევა ამ დაწესებულებაში, საფასური დაადგინოს ამ მოდულის საფასურის ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით. ამ შემთხვევაში, სამინისტრო მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას განახორციელებს არაუმეტეს მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობით;“;
ბ.გ) 11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოდულის საფასურიდან გამოიანგარიშებს ამ მოდულის ფარგლებში დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგების ღირებულებას, თითოეული სწავლის შედეგისთვის მინიჭებული კრედიტების პროპორციულად, შემდეგი პრინციპით: ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგის კრედიტი შეეფარდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის მთლიან კრედიტს და მრავლდება ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის საფასურზე;“;
გ) 92 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა იანგარიშება ამ წესის მე-9 და 91 მუხლებით გაანგარიშებულ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების პირველად და კვარტალურ ოდენობას დამატებული 1000.0 ლარით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის გაზრდის საჭიროება უნდა დასტურდებოდეს ექსპერტთა გუნდის დასკვნით.“;
დ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი:
ა.ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
ა.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
გ) იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა“.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №3-ის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა“;
ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:“;
გ) ცხრილის 1842-ე გრაფის შემდგომ დაემატოს 1843 − 1979 გრაფები და ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.
|
დანართი
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2019.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №279. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.10.003.021296.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №279, 12.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.021296 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4587261/