უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №435 |
|
2021 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი |
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან გამოიყოს 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან გამოიყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2019 და 2020 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
4. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის ფარგლებში.
5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არა უმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობისა.
2. სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის ფარგლებში, მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში − დებულება) მე-6 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებითა და მე-8 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.
3. 2014-2018 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტი სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმ წლისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებულებით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში.
4. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ვერ მოიპოვებენ სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ დებულების მე-40 მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებულ თავისუფალ ადგილებზე განმეორებითი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე.
ა) 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით“ გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიის რეგიონში, იმერეთის რეგიონში, კახეთის რეგიონში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქვემო ქართლის რეგიონში, შიდა ქართლის რეგიონში). ამ პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ამ კატეგორიის სტუდენტთა მიერ თითოეული რეგიონის მიხედვით შემოსული განცხადებების რაოდენობის შესაბამისად;
ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით; სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; ასევე სტუდენტებს, რომლებიც, თავიანთ ოჯახებთან ერთად 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში. აქედან:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;
ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;
ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;
გ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
დ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან:
ე.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები;
ე.ბ) 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
ე.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ვ) 5 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
ზ) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);
თ) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
ი) 25 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
კ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების წყაროსი) ან მინდობით აღზრდაში) ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
ლ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;
მ) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ნ) 5 სტუდენტს, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2019 და 2020 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აქედან:
ა) 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
ბ) 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულის/ქულების ჯამი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;
ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.
2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა, ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, გადანაწილდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, რომლებიც 2016 – 2020 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
დ) სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
ე) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ვ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2014-2020 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
ზ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
თ) სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები და 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
ი) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
კ) ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება) და რომლებიც 2016 – 2020 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
ლ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
მ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ნ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ო) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები.
3. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა დაემატება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, შესაბამისი თანმიმდევრობის დაცვით.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დაემატება „2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივნისის №283 დადგენილების პირველი მუხლის 27-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასაფინანსებელ სტუდენტთა მიერ შეტანილ განცხადებათა განხილვისა და ბენეფიციართა გამოვლენის შემდგომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციული გადანაწილება რეგიონების მიხედვით.
3. განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესი, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განცხადებების განხილვის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან, სხვადასხვა სამინისტროდან და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს სტუდენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია.
5. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
|