უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №463 |
|
2018 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი |
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყოს 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2016 და 2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
4. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის ფარგლებში.
5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობისა.
2. სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის ფარგლებში, მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ (შემდგომში − დებულება) გათვალისწინებულ 3 სავალდებულო და ერთ-ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.
3. სტუდენტი სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულებით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში.
4. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ვერ მოიპოვებენ სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ დებულების მე-40 მუხლის მე-13 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებულ თავისუფალ ადგილებზე განმეორებითი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე.
ა) 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:
ა.ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) − 41 სტუდენტს;
ა.ბ) გურიის რეგიონში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) − 2 სტუდენტს;
ა.გ) იმერეთის რეგიონში (ბაღდათის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები) − 12 სტუდენტს;
ა.დ) კახეთის რეგიონში (ახმეტის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები) − 19 სტუდენტს (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში − 15 სტუდენტს);
ა.ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) − 14 სტუდენტს;
ა.ვ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) − 15 სტუდენტს;
ა.ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) − 8 სტუდენტს;
ა.თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) − 79 სტუდენტს;
ა.ი) ქვემო ქართლის რეგიონში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) − 27 სტუდენტს;
ა.კ) შიდა ქართლის რეგიონში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) − 9 სტუდენტს;
ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;
ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;
ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;
გ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
დ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან:
ე.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
ე.ბ) 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
ე.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ვ) 5 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი;
ზ) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);
თ) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
ი) 30 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
კ) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ლ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
მ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2016 და 2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აქედან:
ა) 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
ბ) 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულის/ქულების ჯამი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;
ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;
გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.
2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა, ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, გადანაწილდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2013-2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა;
გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ე) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2013-2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
ვ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ზ) ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება) და რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2013-2017 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
თ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ი) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
კ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ლ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები.
3. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა დაემატება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, შესაბამისი თანმიმდევრობის დაცვით.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დაემატება „2018-2019 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს №414 დადგენილების პირველი მუხლის 28-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.გ“, „გ“ – „მ“ ქვეპუნქტებით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით.
3. ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები (გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა) უფლებამოსილნი არიან, განცხადება (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) წარადგინონ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი), 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს სტუდენტთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას.
4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტის შესაბამისობას ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა სიას წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) წარადგენენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტის შესაბამისობას ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა სიას წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
6. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიიღოს და დაამუშაოს სტუდენტების შესახებ ინფორმაცია.
7. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
|