აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2015 წლის ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2 01 5 წლის ანგარიში
აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2015 წლის ანგარიში აფხაზეთის მთავრობის აპარატში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ 2015 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში სულ 18 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ყველა მოთხოვნაზე აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ პასუხი გაეცა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს გააჩნია მონაცემთა ბაზები, რომლებიც შეიცავენ აფხაზეთიდან დევნილთა და აპარატის თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მათზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლისკის მთავრობის აპარატში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინული სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლისკის მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, ასევე არ მომხდარა კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვა.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლისკის მთავრობის აპარატის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია