შპს “სადაზღვევო კომპანია უნისონი“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/9-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №05 /9-

 

2015 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონის ” ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63 -ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22 -ე მუხლის და 28 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის № 102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის ” 2015 წლის 30 დეკემბრის მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონის ” (საიდენტიფიკაციო კოდი: 404393152) ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით:

1.1 . საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის 2011 წლის 7 თებერვლის №93 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „სადაზღვევო კომპანია უნისონიზე ” დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე“

ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“.

1.2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 9 დეკემბრის №05/2 -ლ ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის ” დაზღვევის ლიცენზიის (სიცოცხლის) გაცემის თაობაზე“

ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“.

2 . სს „სადაზღვევო კომპანია უნისონიზე ” (საიდენტიფიკაციო კოდი: 404393152) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.

3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                               იოსებ გოგოლაშვილი