საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2790
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020607
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2790
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 − მე-10, მე-12 და მე-16 პუნქტების, 41 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-5 მუხლის, 71 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა.გ“, „გ.ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ა.ბ“, „ბ.ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტის, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 10 619 815 (ათი მილიონ ექვსას ცხრამეტი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) 5 108 330 (ხუთი მილიონ ას რვა ათას სამას ოცდაათი) ლარი − სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და პარაოლიმპიურ სპორტში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფების წახალისების მიზნით (დანართი №1-ის თანახმად);
ბ) 961 775 (ცხრაას სამოცდაერთი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარი − სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისა და მწვრთნელთა წახალისების მიზნით (დანართი №2-ის თანახმად);
გ) 1 530 000 (ერთი მილიონ ხუთას ოცდაათი ათასი) ლარი − ევროპის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე („ბაქო − 2015“) მიღწეული შედეგებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისა და მწვრთნელთა წახალისების მიზნით (დანართი №3-ის თანახმად);
დ) 163 200 (ას სამოცდასამი ათას ორასი) ლარი − ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე („თბილისი − 2015“) მიღწეული შედეგებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისა და მწვრთნელთა წახალისების მიზნით (დანართი №4-ის თანახმად);
ე) 1 666 000 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდაექვსი ათასი) ლარი − სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით (დანართი №5-ის თანახმად);
ვ) 1 190 510 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათას ხუთას ათი) ლარი − ამ პუნქტის „ა − დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით (დანართი №6-ის თანახმად).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში:
ა) სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის, სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფებისა და სპორტის ცალკეული სათამაშო სახეობებისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე;
ბ) პარაოლიმპიურ სპორტში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ − საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ − საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი