საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2863
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020642
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2863

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2016 წლის იანვრის თვეში, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე (New York Times Travel Show, ნიუ-იორკი,აშშ; FITUR, მადრიდი, ესპანეთის სამეფო; EMITT, სტამბული, თურქეთის რესპუბლიკა) მონაწილეობასთან დაკავშირებული, დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

 

დანართი

შესასყიდი საქონელი და მომსახურება

საგამოფენო სტენდის დიზაინის შექმნის მომსახურება;

საგამოფენო სტენდის აგების მომსახურება;

სტენდის აღჭურვილობის დაქირავება;

სახელოვნებო მომსახურებები (კონცერტი, შოუ და სხვა);

გამოფენის ფარგლებში, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების მოწყობა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა;

ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება.