არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2862
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020657
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2862

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი (შემდგომში–ფონდი).

2. ფონდის გამგეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ტარიელ ხეჩიკაშვილი − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, გამგეობის თავმჯდომარე;

აკაკი ლოდია − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;

ილია დარჩიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გამგეობის წევრი;

გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გამგეობის წევრი;

გიორგი ამაშუკელი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, გამგეობის წევრი;

ლევან კობიაშვილი − ა(ა)იპ − საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გამგეობის წევრი.

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ფონდის წესდების პროექტისა და ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ფონდის დაფუძნებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.

5. ფონდის დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                      გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2015.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 30.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2862. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020657.
სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“, №2862, 30.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020657 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3161264/