„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0116/18-1
2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომერი 4.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომრები 262 და 364 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
დანართი №1
|
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| ||||||
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები) ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 262 | სახელები: 1. აკრამ (AKRAM) 2. თურქი (TURKI) 3. ჰიშან (HISHAN) 4. ალ-მაზიდიჰ (AL-MAZIDIH)
დაბ. თარიღი: ა) 1974 ბ) 1975
დაბ. ადგილი:
ეროვნება/მოქალაქეობა:
| ა) აკრამ თურქი ალ-ჰიშან (Akram Turki Al-Hishan) ბ)აბუ ჯარრაჰ (Abu Jarrah) გ) აბუ აკრამ (Abu Akram) | პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი:
| მისამართი: ა) დეირ ეზ-ზორი სირიის არაბთა რესპუბლიკა (Deir ez-Zor Governorate, Syrian Arab Republic ბ) ერაყი (Iraq)
| 11.03.10 ცვლილება: 10.12.2015 15.01.2016 | დაბადების სხვა შესაძლო თარიღი: 1979. გაზი ფეზზა ჰიშან ალ მაზიდის (Ghazy Fezza Hishan Al Mazidih) (ამავე სიაში N 263) ბიძაშვილი. ერაყში და ლევენტში ისლამური სახელმწიფოს (Islamic State in Iraq and the Levant) ფინანსური ფასილიტატორი, ირიცხება ალ ქაიდა ერაყში (Al-Qaida in Iraq) (იურიდიული პირების სიაში N83) 2015 წლიდან |
| 364 | 1.აკჰმედ ( AKHMED ) 2.რაჯაპოვიჩ (RAJAPOVICH ) 3.ჩატაევ (CHATAEV) 4.
ორიგინალის ენაზე: Ахмед Ражапович Чатаев
დაბ. თარიღი: 04.07.1980
დაბ. ადგილი: სოფელი ვედენო, ვედენსკის ოლქი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია (Vedeno Village, Vedenskiy District, Republic of Chechnya, Russian Federation)
ეროვნება/მოქალაქეობა: რუსი
| ა) აკჰმად შიშანი (Akhmad Shishani)(ორიგინალის ენაზე: Ахмад Шишани) ბ) დევიდ მაიერ (David Mayer) (ორიგინალის ენაზე: Давид Майер) გ) ელმირ სენე (Elmir Sene)(ორიგინალის ენაზე: Эльмир Сене) დ) ოდნორუკი (Odnorukiy) (ორიგინალის ენაზე Однорукий)
| პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი: რუსეთის ეროვნული პასპორტის ნომერი 9600133195, გაცემულია ვედენსკის ოლქში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია (გაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ)
| მისამართი: ა) სირიის არაბთა რესპუბლიკა (ადგილსამყოფელი 2015 წლის აგვისტოში) ბ) ერაყი (სავარაუდო ალტერნატიული ადგილსამყოფელი 2015 წლის აგვისტოში) | 02.10.15 ცვლილება: 10.12.2015 | 2015 წლის აგვისტოში ერაყში და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს (ISIL) ერთ-ერთი ლიდერი, ირიცხება ალ-ქაიდას ორგანიზაციაში ერაყში Al-Qaida in Iraq) (იურიდიული პირების სიაში N 83); ხელმძღვანელობს დაახლოებით 130 მეომარს. ფიზიკური აღწერილობა: თვალის ფერი: ყავისფერი, თმის ფერი: შავი, აღნაგობა: სრული, განმასხვავებელი ნიშნები: ოვალური სახე, წვერი, დაკარგული აქვს მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი, საუბრობს რუსულ, ჩეჩნურ და სავარაუდოდ გერმანულ და არაბულ ენებზე. იძებნება რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ ტერორისტული დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ტერიტორიაზე. ფოტო ხელმისაწვდომია ინტერპოლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ შეტყობინებაში. |