თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 19.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2016
matsne.gov.ge 338 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 23.10.2016 თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 24.12.2015 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 01.11.2017 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 28.03.2018 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 08.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №11/2016 2016 წლის 19 იანვარი ქ. თბილისი თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების გამოვლენის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება. მუხლი 2🔗 საარჩევნო ბლოკების „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თითო წარმომადგენელს საუბნო საარჩევნო კომისიაში ავტომატურად ენიჭებათ ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ პროცედურაზე დაკვირვების უფლებამოსილება, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. მუხლი 3🔗 თუ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ამ დადგენილების მე-2 მუხლში აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტში შემავალი ერთ-ერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრია, ასეთ შემთხვევაში საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება არ აქვს ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. მუხლი 4🔗 თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება. მუხლი 5🔗 საარჩევნო ბლოკების „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თითო წარმომადგენელს, ავტომატურად ენიჭებათ ამ დადგენილების მე-4  მუხლში აღნიშნულ პროცედურაზე დაკვირვების უფლებამოსილება. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილი წესების რეალიზების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთვლელთა გამოვლენისათვის საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ საარჩევნო ბლოკების „ქართული ოცნება” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. მუხლი 7🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 8🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი