ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2016
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.140.016209
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 435 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.05.2023 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.01.2022 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.01.2026 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.08.2018 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 10.01.2022

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2016 წლის 20 იანვარი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის,156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს   ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 27 ოქტომბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.10.2014წ., ს/კოდი: 010250000.35.140.016124) ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2016 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან   დაკავშირებული  ხარჯების  ანაზღაურების  ზღვრული  ოდენობა: განესაზღვროს  ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის   ოდენობით: ა) საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად – 197 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი)   ლარი; ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის – 200 (ორასი)  ლარი. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა  მუშაობაში  მონაწილეობის  მიღებისათვის  ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი  ადგენს  მოხსენებით  ბარათს, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს მომდევნო სამუშაო  დღეს). 2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ  გამოცხადდება  საკრებულოს  სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 30 (ოცდაათი)  ლარი. 3. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი   ცნობა. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (ბრძანება), საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, საანგარიშო თვის 25-30 რიცხვამდე.