1. რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს, საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. რჩეულის კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს ამ დებულების მე-17 მუხლით განსაზღვრული პირი.

2. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე გამგებელთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და გამგეობის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.

3. რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილი პირის/სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. თუ დადგინდება, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა საერთო კრების წევრთა 5%-ზე ნაკლებია, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ პირს უარი ეთქმის რეგისტრაციაზე, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

5. მუნიციპალიტეტის გამგეობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

6. მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილი მოხელე რჩეულის რეგისტრირებული კანდიდატების სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყება