1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ისა.

2. საერთო კრების სხდომის დაწყებისთანავე წევრები გადიან რეგისტრაციას. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ან/და რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.

3. ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო კრებას, როგორც წესი, წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული. თუ საერთო კრებას არ ჰყავს რჩეული, ან საერთო კრება მოწვეულია მუნიციპალიტეტის გამგებელის მიერ, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არ ყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის მომდევნო წევრი, ხოლო მისი არ ყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე.

4. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო საერთო კრების მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მოწვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე.

5. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მიუხედავად საერთო კრების მოწვევის ინიციატორისა, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

6. საერთო კრება მუშაობს წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, რომელსაც ადგენს კრების ინიციატორი. საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. საერთო კრებაზე დღის წესრიგის ფარგლებში საკითხის, წინადადების, ინიციატივის დასმის უფლება აქვს კრების ნებისმიერ წევრს, რომელსაც რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აყენებს კენჭისყრაზე.

7. ინიციატივის ავტორს ეძლევა 10 წუთი თავისი ინიციატივის კრების მონაწილეთათვის გაცნობისათვის, რის შემდეგაც ინიციატივაზე აზრის გამოთქმა შეუძლია კრების ნებისმიერ დამსწრეს, რისთვისაც მას ეძლევა 2 წუთი.

8. კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს რჩეული, ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.

9. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ რჩეულის არჩევის დროს.

10. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა ტარდება საერთო კრებაზე საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ. კენჭისყრის საერთო კრებაზე კენჭი ეყრება თითოეულ საკითხს ცალ-ცალკე.

11. კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს კრებაზე დამსწრე რეგისტრირებული წევრი.

12. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობი