1. საერთო კრების სრულუფლებიანი წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.

2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს აგრეთვე:

ა) შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

3. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს, შესაბამის დასახლებაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომ – კოდექსი) და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

5. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომ – რჩეული).

6. საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომ – მდივანი).

7. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობ