აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.01.2016
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2016
matsne.gov.ge 986 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 31.05.2017 აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 15.05.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 92% 04.02.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 92% 23.10.2014 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 24.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №5 2016 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  არქივის სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                          ვახტანგ ყოლბაია       აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო -დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  არქივის სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი. მუხლი 2🔗 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, საარქივო ფონდის ფორმირების, საქმისწარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:    1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის (მაგისტრთან გათანაბრებული) ხარისხი; ბ) მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას); დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი). 1.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I- თავი); გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;         ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“; ვ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ზ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის  №35 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს დებულება“. მუხლი 3🔗 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს  აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმისწარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება ან სათანადო ცოდნა და გამოცდილება (საარქივო ან/და საქმისწარმოების მიმართულებით); ბ) მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საარქივო ან/და საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას); გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას); დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი). 1.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I- თავი); გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;         ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“; ვ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის  №35 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს დებულება“. მუხლი 4🔗 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 1.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება ან სათანადო ცოდნა და გამოცდილება (საარქივო ან/და საქმისწარმოების მიმართულებით); ბ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას); გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft OfficeWord, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი). 1.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I- თავი); გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის  №35 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო  დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს დებულება“. მუხლი 5🔗 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის  საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს  ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საფინანსო–ეკონომიკურ ან/და იურიდიულ სფეროებში; ბ) უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას იურიდიული, ეკონომიკური, საფინანსო, საბუღალტრო ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; გ) საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ პროგრამასთან - „Etreasure“ და „ORIS“-ის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას); ე) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი). 1.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I- თავი); დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“; თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“; ი) სახელმწიფო  შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის  №35 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს დებულება“.