ა(ა)იპ − ზევსისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 08.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020673
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2016
matsne.gov.ge 430 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ა(ა)იპ − საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 09.11.2015 ა(ა)იპ - ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 23.03.2017 ა(ა)იპ - ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 13.06.2016 ა(ა)იპ – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 16.05.2017 ა(ა)იპ − საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 25.08.2015

დოკუმენტის ტექსტი

ა(ა)იპ − ზევსისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №22 2016 წლის 8 იანვარი ქ. თბილისი ა(ა)იპ − ზევსისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ −ზევსს (ს/კ 404491082) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს: ა) ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების სპორტული პროფილით ფუნქციონირება/გამოყენება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადაში; ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, სპორტული ფედერაციებისათვის და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გამართვის მიზნით, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული ქონებით სარგებლობის უზრუნველყოფა; გ) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ამ განკარგულების დანართში მითითებულ უძრავ ქონებაზე ა(ა)იპ − ზევსის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლების შეწყვეტის მიზნით, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ამავე უძრავი ქონების საკუთარი ხარჯებით გამოთავისუფლების უზრუნველყოფა. 3. ამ განკარგულების მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი განახორციელოს სსიპ − საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა. 4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული უძრავი ქონების პრივატიზებასთან ან სარგებლობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით. 5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ − საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი