|
1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ
|
|
N
|
ინფორმაციის დასახელება
|
განახლების ვადები
|
|
1.1
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
1.2
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
1.3
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
1.4
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
1.5
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
1.6
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი
|
|
2.1
|
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
2.2
|
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
2.3
|
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
2.4
|
მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
2.5
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
3. ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ
|
|
3.1
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
3.2
|
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
3.3
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ
|
|
4.1
|
მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
4.2
|
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
4.3
|
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სააჯრო დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
4.4
|
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
4.5
|
მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა
|
მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში
|
|
4.6
|
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა
|
მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში
|
|
5. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
|
|
5.1
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი
|
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში
|
|
5.2
|
მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
5.3
|
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)
|
ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად
|
|
5.4
|
საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
|
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში
|
|
5.5
|
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
5.6
|
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
5.7
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
5.8
|
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
5.9
|
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
5.10
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების
ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
5.11
|
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
5.12
|
უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
5.13
|
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა
|
ქვეყნდება ყოველწლიურად
|
|
5.14
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
|
ქვეყნდება კვარტალურად
|
|
5.15
|
სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ
|
ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში
|
|
6. სამართლებრივი აქტები
|
|
6.1
|
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან
|
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
|
|
6.2
|
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია
|
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
|
|
7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
|
|
7.1
|
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე ქ. თბილისის შემთხვევაში, მთავრობის სხდომების ოქმები
შესაბამისი
|
შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღეში
|
|
7.2
|
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები
|
შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღეში
|
|
7.3
|
დასახლების საერთო კრების ოქმები
|
გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში
|
|
7.4
|
ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ
|
ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში
|
|
7.5
|
მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები
|
შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში
|
|
7.6
|
პეტიცია
|
მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში
|
|
7.7
|
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ
|
მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში
|
|
8. სხვა საჯარო ინფორმაცია
|
|
8.1
|
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|
|
8.2
|
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ
|
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
|