„ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.125.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2016 წლის 22 იანვარი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო კოდი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 31 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05.08.2015წ. 210020010. 35. 125. 016168) და:  

1.  პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. დამტკიცდეს მოსაკრებელი ტყიბულის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთათვის.

1.1.ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი  ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,5 ლარი თვეში, ხოლო ლტოვილის სტატუსის მქონე პირებისათვის 0,25 ლარი თვეში.

1.2.ოჯახისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის   მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 1.5 ლარით.

1.3.  ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, იურიდიული პირებისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს  დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:

2.1 სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57000 ან 57000-ზე ნაკლებია;

2.2  სამამულო ომის მონაწილეები, ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული პირების ოჯახები;

 2.3 ადგილობრივ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სუბიექტები.“

2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის

საქმიანობა

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი)

 

 

 

 

ტერიტორიული ზონები

 

 

 

I

II

III

1

სასტუმროები

ერთი საწოლი

1

1

1

2

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, სასწრაფო

საერთო ფართის 12

0.2

0.15

0.15

3

საავადმყოფო

ერთი საწოლი

5

5

5

4

სტომატოლოგიური კაბინეტები

საერთო ფართის 12

0.20

0.15

0.10

5

სასურსათო, სამრეწველო საქონლის,  შერეული საქონლის მაღაზიები, ჯიხურები, ახალი და მეორადი ტანსაცმლის მოღაზიები, საბითუმო მაღაზია

სამუშაო ფართი 12

0.3

0.25

0.15

6

აგრალური, შერეული საქონლის, ფრინველის ბაზრობა

ერთი ადგილი

1

0.9

0.8

საერთო ფართის 12

0.02

0.01

0.09

7

ბენზინგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1მ2

0.1

0.1

0.09

8

ავტო ტექ. მომსახურეობის ადგილები, ავტო სამრეცხაოები

ღია საერთო ფართის 12

0.2

         0.1

0.09

დახურული საერთო ფართის 12

0.3

0.2

0.1

9

სადალაქოები, სილამაზის სალონები

საერთო ფართის 12

0.3

0.2

0.09

10

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის  შიგნით მიმდინარე სამეწარმეო  საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 12

0.15

0.1

0.1

11

სასადილოები, კაფეები, ბარები

ერთი დასაჯდომი ადგილი

0.3

0.2

0.1

12

საბითუმო ბაზრობა

საერთო ფართი 12

0.1

0.09

0.08

13

საცხობები, სწრაფი კვება

საერთო ფართის 12

          0.2

0.1

0.09

 

14

საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მომდინარეობს საწარმოო პროცესი

ერთი ბუნკერი

70

70

70

15

სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღები ინსტიტუტები

1 მოსწავლეზე

0.07

0.06

0.05

 

 

16

სარიტუალო დარბაზი

დასაჯდომი სკამების მიხედვით

0.15

 

0.1

 

      0.07

 

საერთო ფართის 12

0.1

0.07

      0.05

17

აფთიაქები

საერთო ფართის 12

0.5

0.4

0.3

18

რესტორნები

ერთი დასაჯდომი ადგილი

0.5

0.4

0.3

 

 

 

 

19

საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სოციალური სააგენტო, სოფლის მეურნეობის სააგენტო, სამოქალაქო რეესტრი, ნოტარიუსი, საჯარო რეესტრი

საერთო ფართის 12

0.3

0.2

0.1

 

 

 

20

შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტები

 

საერთო ფართის 12 დახურული ფართი 12

0.2

0.15

0.10

 

ღია ფართი 12

0.15

0.10

0.10

21

აბანოები, საუნები

საერთო ფართი 12

0.15

0.1

0.1

22

სათბურები, ფერმები

ღია ფართის 1 მ2

0.008

0.005

0.005

დახურული ფართის 1 მ2

0.05

0.03

0.02

 

 

 

23

 

 

 

რკინიგზის სადგური

 

ღია ფართის 1 მ2

0.005

0.005

0.005

დახურული ფართის 1 მ2

0.1

0.1

0.1

24

საწყობები

საერთო ფართის 1მ2

0.07

0.05

0.04

25

ავტოსადგური

ავტოსადგომი

საერთო ფართის 1მ2

0.05

0.05

0.04

26

პოლიცია, სახანძრო-სამაშველო განყოფილება

საერთო ფართი 12

0.3

0.2

0.1

27

ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო დაწესებულება, ვულიტის გადამცვლელი ჯიხური, საფოსტო ობიექტები

საერთო ფართი 12

0.3

0.2

0.1

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის:

მ­ = გXრ

მ = ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი)

გ = მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

რ = ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)“

3. დანართი №2 (ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია) პირველი და მე-3 მუხლები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება.

5. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების აგროქიმიკატების ნაჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან“.

„მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია

1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის ორგანიზაციების, დაწესებულებების იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.

2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ფართის მიხედვით, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის და/ან საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ტყიბულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

4. ნაჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და განადგურებისათვის ნარჩენები გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.

5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახერებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტეროტორიაზე, ისე, რომ სამსახურების წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმოანობის განხორციელებაში.

6. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. ტყიბულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსოში.

7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნას სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე  300273189 (დასუფთავების მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის).

8. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნას ერთი წლის განმავლობაში.

9. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთი ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.“

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებონდო კუბლაშვილი