ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2015 წლის 31 ივლისი ქ. ტყიბული
|
1.1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,5 ლარი თვეში, ხოლო ლტოვილის სტატუსის მქონე პირებისათვის 0,25 ლარი თვეში.
1.2 ოჯახისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 1.5 ლარით.
1.3 ინდივიდუალური მეწარმეებისათის, იურიდიული პირებისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს დანართი №1 - ის შესაბამისად.
2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:
2.1 სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57000 ან 57000-ზე ნაკლებია;
2.2 სამამულო ომის მონაწილეები, ლტოლვილები, ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები;
2.3 ადგილობრივ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სუბიექტები.
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება.
2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ფართის მიხედვით, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე, მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე სადაც არ განხორციელდება დასუფთავების მომსახურება არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი.) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე 300273189.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
6. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთი ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ფართის მიხედვით.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
სახაზინო ანგარიში №300273189.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: