„ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2017 წლის 9 თებერვალი ქ. ტყიბული |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.08.2015წ., 210020010. 35. 125. 016168) და:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. დამტკიცდეს მოსაკრებელი ტყიბულის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთათვის. 1.1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,5 ლარი თვეში, ხოლო ლტოვილის სტატუსის მქონე პირებისათვის 0,25 ლარი თვეში. 1.2 ოჯახისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 1.5 ლარით. 2. ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, იურიდიული პირებისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. 3. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება: 3.1 სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000 ან 65000-ზე ნაკლებია; 3.2 სამამულო ომის მონაწილეები, ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული პირების ოჯახები; 3.3 ადგილობრივ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სუბიექტები“. 2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის: მ = გXრ მ = ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი) გ = მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ = ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)“. 3. დანართი №2 -ის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია „მუხლი 1. ზოგადი ნაწილი 1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში, გადაუხდელობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია. 4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“, ხოლო მოსაკრებლის ადმინისტრირებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. 5. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების აგროქიმიკატების ნაჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან. მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი. მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსახლებისა და იმ ორგანიზაციების, დაწესებულებების იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი. 2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ფართის მიხედვით, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის და/ან საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანებას“. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 4. ნაჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და განადგურებისათვის ნარჩენები გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს. 5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახერებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტეროტორიაზე, ისე, რომ სამსახურების წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში. 6. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. ტყიბულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსოში. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე 300273189 (დასუფთავების მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის). 8. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. 9. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადამხდელებისათვის მოსაკრელის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება – მომსახურების მიღებისთანავე. 2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ფართის მიხედვით. 3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით. 2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას“. |
|