1. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე:
ა) შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (შემდგომ –
კოდექსი) და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
4. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომ – რჩეული).
5. საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომ – მდივანი).
6. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს, შესაბამის დასახლებაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.
7. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობ