1. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3  ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი.

2. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.

3. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ბ) საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

გ) საერთო კრების დეტალური დღის წესრიგი;

დ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.

4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული.

5. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

7. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

8. საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან გადაეცემა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა სიის ფურცლები. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას და საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. ამომრჩეველთა სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.

9. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.

10. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

11. მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ზემოაღნიშნული წესით, ერთი სამუშო დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და საინიციატივო ჯგუფს გამგებლის ბრძანებით უარი ეთქმება საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე.

12. სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის რეგისტრირებული ამ დასახლებაში ან რეგისტრირებულია სხვა დასახლებაში;

ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.

13. ხელმოწერ(ებ)ის გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

14. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებლის უარი ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

15. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს 15 დღე.

16. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში.

17. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილი მოხელის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრებ