შეთანხმება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის საქმეთა სამინისტროს შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2015
ძალაში შესვლა 17.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15/20
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016367
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის საქმეთა სამინისტროს შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
შეთანხმება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის საქმეთა სამინისტროს შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა ერთობლივ სურვილს, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას ახალგაზრდულ სფეროში თანამშრომლობის გზით, აცნობიერებენ რა ახალგაზრდების როლს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში, ითვალისწინებენ რა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობის ისტორიას, თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ხელი შეუწყონ ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლას. ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია ახალგაზრდული პროგრამების, ახალგაზრდული პოლიტიკის ეროვნული კანონმდებლობის, რეგიონალური პროგრამების, ახალგაზრდულ თემაზე მომუშავე სხვადასხვა სტრუქტურების, ექსპერტების, კვლევების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
მუხლი 2🔗
მხარი დაუჭირონ გამოცდილების გაზიარებას ახალგაზრდულ სფეროში.
დახმარება გაუწიონ ერთმანეთს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხში, ასევე ქვეყნებში ახალგაზრდულ საკითხებზე საკანონმდებლო საქმიანობის დახვეწის, სახელმწიფო ახალგაზრდული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების თვალსაზრისით. ამ მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების და ღონისძიებების მომზადებას.
მუხლი 3🔗
მხარი დაუჭირონ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. ხელი შეუწყონ ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს, საკონტაქტო სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგ-სემინარებსა და სხვა ერთობლივ ღონისძიებებს.
მუხლი 4🔗
ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები ბანაკების, ფორუმების სახით და სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდების შეხვედრები და გაცვლები, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდების დაახლოებაზე, ასევე ქვეყნების, მათი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებაზე.
მუხლი 5🔗
განავითარონ რეგიონალური ახალგაზრდული სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა, მხარი დაუჭირონ მუნიციპალიტეტების დონეზე ერთობლივი ღონისძიებების, ვიზიტების, კონფერენციებისა და სხვა ტიპის საქმიანობას.
მუხლი 6🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდულ სფეროში თანამშრომლობის მთავარ ფორმებს, კერძოდ, დელეგაციების გაცვლას, მონაწილეობას სასწავლო ვიზიტებში, ტრენინგებში, სემინარებში, შეხვედრებში და ფორუმებში წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე, ასევე, სხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებში.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ტიპის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს და სრულდებოდეს ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და ფინანსდებოდეს, როგორც ქვეყნების ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ისე სხვა წყაროებიდანაც თუ ეს არ ეწინააღმდეგება მხარეთა ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო ვალდებულებებს.
მუხლი 8🔗
მხარეების წარმომადგენლები შეხვდებიან ყოველწლიურად საქართველოში ან ლიტვის რესპუბლიკაში, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის, სამოქმედო გეგმის შემუშავების ან მომდევნო წელს მასში ცვლილებების შეტანის მიზნით. სამოქმედო გეგმა შეიძლება შემუშავდეს ერთი, ორი ან სამი წლის ვადით.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული წესით გაფორმებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 11🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5(ხუთი) წლის განმავლობაში. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთ)-წლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარემ, მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ განაცხადა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
შესრულებულია ქ. ვილნიუსში, 2015 წლის 17 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
სახელით
_____________________________________
მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე
ლიტვის რესპუბლიკის სოციალური
დაცვისა და შრომის საქმეთა სამინისტროს სახელით
______________________________________
მინისტრი ალგიმანტა პაბედინსკიენე