1. თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. თუ მზღვეველი აკმაყოფილებს მესამე პირის მოთხოვნას, მაშინ მესამე პირის მოთხოვნა დამზღვევის მიმართ გადადის მზღვეველზე.
III1. ჯანმრთელობის დაზღვევა
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის
კანონი №1115 - ვებგვერდი, 10.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 843. პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას 1. თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. თუ მზღვეველი აკმაყოფილებს მესამე პირის მოთხოვნას, მაშინ მესამე პირის მოთხოვნა დამზღვევის მიმართ გადადის მზღვეველზე. IVIII1. სიცოცხჯანმრთელობის დაზღვევა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
…ვალდებულება, რის გამოც, მას რეგრესის მოთხოვნის უფლება არც ამ თვალსაზრისით გააჩნია. 68. შესაბამისად, მხარეთა ზემოაღნიშნული შეთანხმება კანონსაწინააღმდეგოა, რაც სპობს მოთხოვნის უფლებას. 69. რაც შეეხება, აპელანტის მითითებას სსკ-ის 843-ე მუხლზე („პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას“), როგორც დამზღვევის მიმართ მზღვეველის რეგრესული წესით მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, პალატამ…
საქმე №ბს-896-33-გ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2004
…თანხის ანაზღაურების დაგვიანებისთვის შესაბამისი საურავის დარიცხვით. გარდა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონისა, მოსარჩელეთა მოთხოვნა ასევე ემყარება სკ-ის 840-ე, 843-ე მუხლებს. მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია “.......-ის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა, რადგან ავტომანქანის…
საქმე №ას-311-970-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2003
…დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული იყო ავტომანქანის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად გარდაიცვალა ზ. ა-ი და გ. ზ-ი. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 843-ე, 999-ე მუხლები, “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4 მუხლები და მიიჩნია, რომ…
საქმე №ას-104-797-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2003
…მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელს. სკ-ს 843-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას სავალდებულო დაზღვევისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ…
საქმე №3კ/903-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2002
…მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელს. სკ-ს 843-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას სავალდებულო დაზღვევისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ…