სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“

აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 15 თებერვალს, დღის 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.

სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 21 იანვარი.

დღის წესრიგი:

1. სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 03.04.30.093.) ნაწილობრივ გასხვისების შესახებ. (მომხსენებელი დირექტორი დიმიტრი რუსაძე).

2. სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. Mმომხსენებელი ვ. გორდულაძე.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

 - ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2016 წლის 21 იანვრის მდგომარეობით.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ რეგისტრატორთან ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.

სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“

დირექტორი: დ.რუსაძე