შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2016
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,019 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.07.2025 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.04.2018 მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.06.2018 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.05.2015 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 21.05.2021

დოკუმენტის ტექსტი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2016 წლის 25 იანვარი ქ. გარდაბანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №76 განკარგულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულება” დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს გარდაბნის  მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში - შშმ) პირთა ღირსეული  თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების  უზრუნველყოფისათვის  აუცილებელი  პირობების შექმნის საკითხებს.  მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.  მუხლი 3🔗. საბჭოს ამოცანები საბჭოს ამოცანებია: ა) გარდაბნის  მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი  პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი  დისკრიმინაცია; გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ; დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს  შესაქმნელად; ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას; ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. მუხლი 4🔗. საბჭოს უფლებამოსილება 1.  საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთნება: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო..ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის  კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის. სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან ერთად; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის..ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში  ხელშეწყობა; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების  შემუშავება  და  გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;  ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;  პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები-დან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. 3.  საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. მუხლი 5🔗. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება საბჭოს თავმჯდომარე: ა)  საბჭოს თავმჯდომარე არის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ბ) თავმჯდომარე..ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; გ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; დ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; ე) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ვ) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. მუხლი 6🔗. საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე  1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; 2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; 3. ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.  მუხლი 7🔗. საბჭოს მდივანი 1. პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; 2. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; 3. საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; 4. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას; 5.ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 8🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილება 1.  საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.  3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია თუ იგი  ზედიზედ  3-ჯერ  გააცდენს  სხდომას  არასაპატიო მიზეზით.  მუხლი 9🔗. საბჭოს სხდომები 1. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო....საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულდღის წესრიგში. 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 10🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილების სახით) გამგებლის  წარდგინების საფუძველზე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.