დაზიანებული ტოტები ან/და ხის ვარჯის ნაწილი, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის საარსებო გარემოს შესაბამისად უნდა დამოკლდეს. ვარჯის დაუზიანებელი ნაწილი კი შემოკლებულ ნაწილთან შეფარდებით უნდა შეიჭრას ან გამოიხშიროს (მცენარისათვის საჭირო განათების მისაღებად). ტოტის გასხლვა იმ ადგილას ხორციელდება, სადაც გასასხლავი ტოტის დიამეტრი შეადგენს დასატოვებელი ტოტის 1/3-ს