საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2016
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2016 წლის 27 იანვარი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესი, თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების
დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით წარმატებული სპორტსმენების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებში;
გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი;
დ) წარმატებული ახალგაზრდა – მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ასევე ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I, II, III საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში, მედია-პროექტში გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით, ასევე საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლის ვერცხლისა და ოქროსმედალოსანი მოსწავლე;
ე) წარმატებული გუნდი - სპორტულ, ინტელექტუალურ, კულტურულ-შემოქმედებით ჩემპიონატებსა და კონკურსებში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა I ან II ადგილი.
მუხლი 3🔗.
წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება
1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში ( ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 700 ლარი; II ადგილი – 500 ლარი; III ადგილი – 300 ლარი;
ბ) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III – ადგილი 200 ლარი;
გ) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი;
დ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი;
ე) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 500 ლარი; II – ადგილი 300 ლარი; III – ადგილი 200;
ვ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი 800 – ლარი; II ადგილი 600 – ლარი;
ზ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;
თ) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;
ი) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი– 600 ლარი;
კ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;
ლ) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 3000 ლარი; III ადგილი – 2000 ლარი;
მ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;
ნ) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;
ო) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1200 ლარი;
პ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1200 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;
ჟ) ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 7 000 ლარი; III ადგილი – 5 000 ლარი;
რ) ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: I ადგილი-2000 ლარი; II ადგილი-1500 ლარი; III ადგილი-1000 ლარი;
ს) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმით სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის სპორტსმენებზე განსაზღვრული საპრემიო თანხის განაკვეთების 50 პროცენტი გაიცემა გამარჯვებული სპორტსმენების პირად მწვრთნელებზე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ოლიმპიადაში წარმატებულ სპორტსმენთა პირველ მწვრთნელებზე კი ამ სპორტსმენთათვის გასაზღვრული თანხების 30%.
2. წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
3. წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
მუხლი 4🔗.
წარმატებული მოსწავლის/ახალგაზრდის და პედაგოგის დაჯილდოება
1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში: I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200;
ბ) საქართველოს ფესტივალებსა და კონკურსებში:„გრან -პრი“ -400 ლარი; I ადგილი – 300 ლარი.
2. წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს ამ ახალგაზრდაზე გასაცემი თანხის 50% -ით.
3. წარმატებულმა ახალგაზრდამ (კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) წარმატებული ახალგაზრდის (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი არასრულწლოვნის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი, (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
4. წარმატებულმა ახალგაზრდის პედაგოგმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
გ) წარმატებული ახალგაზრდის შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 5🔗.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება
1. ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების ფულადი ჯილდო განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ოქროს მედალოსანი - 200 ლარი;
ბ) ვერცხლის მედალოსანი - 100 ლარი;
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექციამ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების სია;
გ) სკოლის მოსწავლეთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სკოლის მოსწავლეთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიში ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 6🔗.
მედია პროექტში გამარჯვებულის დაჯილდოება
1. მედიაპროექტში გამარჯვებულის ფულადი ჯილდო განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით
2. მედიაპროექტში გამარჯვებული პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს მოსწავლეზე გასაცემი თანხის 30% -ით
3. მედიაპროექტში გამარჯვებულმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მედიაპროექტში გამარჯვებულის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მედიაპროექტში გამარჯვებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მედიაპროექტში გამარჯვებულის/კანონიერმა წარმომადგენლის ანგარიში ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 7🔗.
სამუშაო ჯგუფი
1.საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის საკითხს განიხილავს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარეს, მდივანს, ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებივი აქტით.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3–ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3. სამუშაო ჯგუფი ამზადებს დასკვნებს და გადასცემს შესაბამის სამსახურს ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით.
მუხლი 8🔗.
ჯილდოს გაცემის წესი
ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.
შენიშვნა: წინამდებარე წესი ვრცელდება პარაოლიმპიურ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე.