ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2018 წლის 2 თებერვალი ქ. ჭიათურა |
|
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 03 თებერვლის №3 დადგენილება (სსმ, 07/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.129.016216).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებებია)
ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;ბ)
წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში ჭიათურის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;გ)
წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი;დ)
წარმატებული ახალგაზრდა – ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსებში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული;ე)
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი;ვ)
წარჩინებული სტუდენტი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომლის შეფასება სასწავლო წლის განმავლობაში ორივე სემესტრში თითოეულ საგანში არის 95–100 ქულა და რომელიც რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;ზ)
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდები და ინდივიდები – ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების მიერ ინიციირებულ, რეგიონალურ ან მუნიციპალურ სპორტულ ტურნირებში მონაწილე გუნდები, რომლებმაც დაიკავეს I, II, ხოლო ინდივიდუალური გამარჯვებულის შემთხვევაში ასევე III ადგილი;თ)
წარმატებული გუნდი – საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ჩემპიონატში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა საპრიზო ადგილი;ი)
ახალგაზრდული ინიციატივა – ახალგაზრდული პროექტი, რომლის ინიციატორიც არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდების ჯგუფი და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს;კ)
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი.1.
წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:ა)
საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი; II ადგილი – 400 ლარი; III ადგილი – 200 ლარი;ბ)
ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 2 200 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;გ)
მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 4000 ლარი; III ადგილი – 3000 ლარი;დ)
ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 9000 ლარი; III – 8000 ლარი.2.
წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:ა)
საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი (არაუმეტეს 500 ლარისა);ბ)
ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი;გ)
მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი –1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;დ)
ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III – 1500 ლარი;3.
წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:ა)
წერილობითი განცხადება;ბ)
წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი;გ)
შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;დ)
სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.4.
წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:ა)
წერილობითი განცხადება;ბ)
წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი;გ)
შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;დ)
მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.1.
წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.2.
წარმატებულმა ახალგაზრდამ/პედაგოგმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:ა)
წერილობითი განცხადება;ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;გ)
კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები;დ)
ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.1.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ფულადი ჯილდო განისაზღვრება შემდეგი სახით:ა)
ოქროს მედალოსანი – 150 ლარი;ბ)
ვერცხლის მედალოსანი – 100 ლარი.2.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:ა)
წერილობითი განცხადება;ბ)
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია;გ)
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;დ)
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.1.
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების ფულადი ჯილდო განისაზღვროს შემდეგი სახით:ა)
I ადგილი – 300 ლარი;ბ)
II ადგილი – 200 ლარი;გ)
III ადგილი – 150 ლარი.2.
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულმა გუნდებმა ან ინდივიდებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:ა)
წერილობითი განცხადება;ბ)
გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;გ)
შესაბამისი ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;დ)
გუნდის დაჯილდოების შემთხვევაში მოთამაშეთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით;ე)
გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.1.
წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს I ადგილი – 600 ლარის ოდენობით; II ადგილი – 400 ლარით.2.
წარმატებულმა გუნდმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:ა)
წერილობითი განცხადება;ბ)
გუნდის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;გ)
საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;დ)
გუნდის მოთამაშეთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით;ე)
გუნდის წარმომადგენლის ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.1.
წარჩინებული სტუდენტის ფულადი ჯილდო განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით.2.
წარჩინებულმა სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:ა)
წერილობითი განცხადება;ბ)
პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის შესახებ);გ)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი;დ)
ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან სასწავლო წლის ორივე სემესტრში თითოეულ საგანში მიღებული შეფასების შესახებ;ე)
ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.1.
ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების თანხა განისაზღვრება არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით.2.
ინიციატორმა ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:ა)
წერილობითი განცხადება;ბ)
პირადობის მოწმობის ასლი/ასლები (ინიციატორის ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ცნობა რეგისტრაციის შესახებ);გ)
ინიციირებული პროექტი;დ)
ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.3.
ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი კომისია.4.
ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.