„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფიოლი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანასების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2023 წლის 7 ივლისი ქ. ჭიათურა |
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფიოლი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანასების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდები და ინდივიდები – ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ ინიცირებულ, რეგიონალურ ან მუნიციპალურ სპორტულ ტურნირებში მონაწილე გუნდები, რომლებმაც დაიკავეს I, II, ხოლო ინდივიდუალური გამარჯვების შემთხვევაში ასევე III ადგილი;“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფიოლი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანასების წესის“ მე-3 მუხლის:
ბ.ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ;“;
ბ.ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) მწვრთნელობის დამადასტურებელი საბუთი;
ვ) ცნობა მწვრთნელის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;“;
გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფიოლი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანასების წესის“ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3–მე-12 პუნქტები:
„3. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გამარჯვებული, პირველ ათეულში გასული საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლის ფულადი ჯილდო განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით, საგნის პედაგოგის ფულადი ჯილდო – 250 ლარის ოდენობით.
4. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გამარჯვებულმა, პირველ ათეულში გასულმა საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლემ/მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
ე) ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გამარჯვების დამადასტურებელი საბუთი;
5. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გამარჯვებული მოსწავლის საგნის პედაგოგმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომ პირი ასწავლის შესაბამის სკოლაში და არის მე-3 ტურში გამარჯვებული მოსწავლის შესაბამისი საგნის პედაგოგი;
ბ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
6. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გამარჯვებული, I, II ან III ადგილზე გასული საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლის ფულადი ჯილდო განისაზღვროს შემდეგი სახით: I ადგილი – 2000 ლარი, II ადგილი – 1250 ლარი, III ადგილი – 625 ლარი; საგნის პედაგოგის ფულადი ჯილდო შედეგის შესაბამისად: 1000 ლარი, 625 ლარი, 375 ლარი.
7. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გამარჯვებულმა, I, II ან III ადგილზე გასული საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლემ/მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი(ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
ე) ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვების დამადასტურებელი საბუთი;
8. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გამარჯვებული, I, II ან III ადგილზე გასული საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლის საგნის პედაგოგმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომ პირი ასწავლის შესაბამის სკოლაში და არის მე-3 ტურში გამარჯვებული მოსწავლის შესაბამისი საგნის პედაგოგი;
ბ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
9. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული, ოქროს მედლის მფლობელი მოსწავლის ფულადი ჯილდო განისაზღვროს 5000 ლარის ოდენობით, ვერცხლის მედლის მფლობელის – 3750 ლარის ოდენობით, ბრინჯაოს მედლის მფლობელის – 2500 ლარის ოდენობით.
10. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულმა, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა მოსწავლემ/მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვების დამადასტურებელი საბუთი;
ე) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
11. საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სარეიტინგო სიის პირველ ათეულში გასული აბიტურიენტის ფულადი ჯილდო განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით; პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გასული აბიტურიენტის ფულადი ჯილდო კი შემდეგი სახით: I ადგილი – 3125 ლარი, II ადგილი – 2500 ლარი, III ადგილი – 1875 ლარი;
12. საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სარეიტინგო სიის პირველ, მეორე, მესამე ადგილზე ან პირველ ათეულში გასულმა აბიტურიენტებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი საბუთი (ატესტატი);
დ) ცნობა რეგისტრაციის შესახებ;
ე) საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში I, II ან III ადგილზე ან სარეიტინგო სიის პირველ ათეულში გასვლის დამადასტურებელი საბუთი;
ვ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;“.
|