„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობიპროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №124 |
|
2016 წლის 27 იანვარი ქ. ქუთაისი |
/დანართები №1 და №2 დადგენილებას
თან ერთვის/
|
1. ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
2. ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3. ამხანაგობის წევრთა სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
4. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
5. წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
6. ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
7. საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
8. ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს;
9. ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
10. სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
11. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის 1-ლი - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ წარმოდგენილ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
12. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლის 1-ლი – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
1. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
2. სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
3. სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
4. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
1. თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
2. პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
3. საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;
4. ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერას, ბეჭედს, ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის ხელმოწერებს (მათ საკონტაქტო ტელეფონების ნომრებს) თანადაფინანსების პროგრამაში, არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მონაწილეობის მიღებაზე თანხმობის გამოცხადების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ პროგრამაში მონაწილეობენ მხოლოდ ერთეული სადარბაზოს მობინადრეები, კონკრეტულ სადარბაზოში მცხოვრები ბინის მესაკუთრეთა ხელმოწერებს (მათ საკონტაქტო ტელეფონების ნომრებს).
1. მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობებისათვის გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალის მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენასა და გადაცემას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, გადახურვის სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა, რომელმაც, გადაცემული გადასახური მასალით საცხოვრებელი სახლის გადახურვა უნდა განახორციელოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს, 8 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა ამ ვადაში ვერ უზრუნველყოფს გადასახური მასალის გამოყენებას მიზნობრივად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან მის მიერ მინდობილი პირი ვალდებულია გადაცემული გადასახური მასალა დააბრუნოს საკუთარი ხარჯებით, რომლის შემდგომაც განხორციელდება საგარანტიო თანხების დაბრუნება.
2. ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს საცხოვრებელი კორპუსის ავარიული სახურავის შესაკეთებლად გადასახური მასალის გადაცემაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა (გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალა მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და ფურცლოვანი თუნუქის რაოდენობა და განფასება) და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების 50% თანხის დამადასტურებელი საბანკო გარანტია (საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმა - ორიგინალი). აღნიშნული საბანკო გარანტია ამხანაგობებს დაუბრუნდებათ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გადასახური მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების შესახებ, მინდობილი პირის მიერ, სამსახურში განცხადების წარმოდგენის შემდეგ, 7 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. საბანკო მომსახურების თანხებს ანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;
4. ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საკუთრების საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთათვის და განსაკუთრებულ შემთხვევებში, პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებისა და ლაბორატორიული დასკვნების მომზადებას, სამსახური უზრუნველყოფს 100%-იანი დაფინანსებით;
5. პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული სხვა დანარჩენი ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.
ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;
ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით;
გ) გარდა გარკვეული შემთხვევებისა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
|