ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 |
|
2014 წლის 24 დეკემბერი ქ. ქუთაისი |
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/
|
პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების
განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების
აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
ე) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
ზ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
თ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს;
ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
კ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს);
1. მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალის მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენასა და გადაცემას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, გადახურვის სამუშაოებს ასრულებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ, გადაცემული გადასახური მასალით საცხოვრებელი სახლის გადახურვა უნდა უზრუნველყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური უფლებამოსილია გადაცემული, გამოუყენებელი გადასახური მასალა ამოიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით (ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მიერ, პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში 2014 წელს გადაეცათ გადასახური მასალა).
3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს საცხოვრებელი კორპუსის ავარიული სახურავის შესაკეთებლად გადასახური მასალის გადაცემაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა (გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალა მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და ფურცლოვანი თუნუქის რაოდენობა და განფასება) და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების 50% თანხის დამადასტურებელი საბანკო გარანტია (საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმა – ორიგინალი). აღნიშნული საბანკო გარანტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაუბრუნდებათ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გადასახური მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების ამსახველი დოკუმენტის (ამხანაგობის კრების ოქმი) წარმოდგენის შემდეგ 7 სამუშაო დღის განმავლობაში (აღნიშნული პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან).
4. საბანკო მომსახურების თანხებს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
5. პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება სამსახურმა უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით.
6. პროგრამა „კორპუსით“ გათვალისწინებული სხვა დანარჩენი ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე განკარგულების N2 დანართის შესაბამისად.
2. სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სამსახურის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის /აგრეთვე შუამდგომლობები/ მიერ წარმოდგენილი, დადებითად გადაწყვეტილი განცხადებების საფუძველზე შედგენილი ღონისძიებათა ნუსხა წარედგინება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს დასამტკიცებლად.
5. განცხადება არ დაკმაყოფილდება თუ:
ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;
ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით;
გ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა.
თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა
|
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თავმჯდომარის მოადგილებექა ყანჩელი
დანართი №1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობიბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (შემდგომში „ბ.მ.ა.“) საერთო ქონების განვითარების ხელშეწყობისათვის, პროგრამა „კორპუსით“ დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელია არსებობდეს ამ მიზნით გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესი, რომლითაც ერთის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო მეორეს მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები კანონით დადგენილი წესით, შეთანხმდებიან ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების თანადაფინანსების პრინციპებზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში (შემდგომში „სამსახური“) აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას.
№
ღონისძიების დასახელება თანადაფინანსების წილი % მერიის წილი % ამხანაგობის წილი % მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა 90/1090
10
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი, სადარბაზოს შესასვლელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 80/2080
20
ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის 60/4060
40
ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის