„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.123.016341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №131

2016 წლის 30 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 26.12.2014.№190020020.35.123.016.272). კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი



 დანართი № 2
პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა

 

ღონისძიების დასახელება

თანადაფინანსების  წილი პროცენტებში

მერიის წილის %

ამხანაგობის წილის %

1.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, რომელიც გულისხმობს: ეზოს მოპირკეთებას ბეტონის, ასფალტობეტონისა და დაწნეხილი ფილების გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში ღია ან დახურული სანიაღვრე არხების მოწყობა). მოთხოვნის შემთხვევაში ფანჩატურის, საბავშვო ატრაქციონის (მოედნით), საბაღე ძელსკამების, მცირე ზომის სანაგვე ურნებისა და მარტივი ტიპის ტრენაჟორების მოწყობას

90/10

90

10

2.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია

3.

სადარბაზოების შესასვლელებში რკინის საკეტიანი კარების მონტაჟი. სურვილის შემთხვევაში, აუცილებლობის დროს, პანდუსების მოწყობა, სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეების რეაბილიტაცია, შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, სენსორული განათებების მოწყობა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია

4.

საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა

5.

პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია

90/10

90

10

6.

ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის

60/40

60

40

7.

ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის