„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №161 |
|
2017 წლის 29 მარტი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება და საინფორმაციო მასალების (აუცილებლობის შემთხვევაში) დამზადება სამსახურმა უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით“.
2. დადგენილების №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამსახურის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარე ან მის მიერ მინდობილი პირი ვალდებულია, სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, წარმოადგინოს პროექტით გათვალისწინებული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი. ქალაქ ქუთაისში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებით სარგებლობისას, თანადაფინანსების მიზნით წარმოდგენილი მოთხოვნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ამხანაგობის წილის თანადაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული დაპირების მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს“.
3. დადგენილების №1 დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი, დადებითად გადაწყვეტილი განცხადებების, შუამდგომლობების, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე შედგენილი ღონისძიებათა ნუსხა წარედგინება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს დასამტკიცებლად“.
4. დადგენილების №2 დანართის მე-3 პუნქტის მე-2 გრაფა (ღონისძიების დასახელება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სადარბაზოების შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარებების მონტაჟი. სურვილის შემთხვევაში, აუცილებლობის დროს პანდუსების მოწყობა, სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეებისა და ამორტიზებული ხის კიბეების კონსტრუქციის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, სენსორული განათებების მოწყობა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია“.
|