საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2016 წლის 27 იანვარი დაბა მესტია |
|
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს:
საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ელექტრონულ რესურსებზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.
1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას.
2. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის მისამართია: www.mestiasakrebulo.ge.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის მისამართია: www.mestia.ge.
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
3. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ვებგვერდზე სავალდებულოა.
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი – მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
ინფორმაციის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი);
გ) ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ ანგარიში;
დ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია:სახელი, გვარი,ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;
ე) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
ვ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;
ზ) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმა;
თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია;
ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის მიხედვით.
3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას, მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და, შესაბამისად, გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით.
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ,ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.აღნიშნული განცხადება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა დარეგისტრირდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებაში (კანცელარიაში) ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე mestiasakrebulo@gmail.com ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანირებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი№3), ხოლო განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა დარეგისტრირდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში(კანცელარიაში) ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე – gamgeobamestia@yahoo.com ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3. და გადაეცეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული ელ. განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება კანცელარიას რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით.
5. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება „კანცელარიაში“, ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
პასუხისმგებელ პირს/პირებს
________________________________________________
(იურიდიული პირის დასახელება)
________________________________________________
(იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი, გვარი)
_______________________________________________
(მოქალაქის სახელი, გვარი)
_______________________________________________
(მისამართი)
_______________________________________________
(ტელ/მობ. ნომერი)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ელექტრონული სახით
_______________________________________________________________________________________
(მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება)
ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით
_____________________________________________;
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით;
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით.
შენიშვნა: მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ___________________________
თარიღი: ___. ___. _______ წ.