ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2016 წლის 29 იანვარი ქ. ბაღდათი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
2016 წლის პროგრამა და გაცემის წესი
პროგრამული კოდი 0602
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის.
პროგრამით ისარგებლებენ:
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს უმწეოების სატატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა. გამონაკლის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა, სადაც დანამდვილებით, დეტალურად იქნება აღწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და დასაბუთებული დახმარების აუცილებლობა.
სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება:
თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1000 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსება მოხდება 300 ლარამდე.
თუ სამედიცინო მომსახურების თანხა წარმოდგენილია 1000 ლარს ზევით, დაფინანსება მოხდება 500 ლარამდე.
დასაფინანსებელი თანხის ზღვრული რაოდენობა ორივე შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
დაფინანსება მოხდება:
მოქალაქის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა №100 და საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურა) საფუძველზე გაიცემა საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწეული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ ხდება უნაღდო ანგარიშსწორება დაწესებულებასთან.
ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
· პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.
· სანატორიულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი.
· ტონზილო და ადენოექტომია.
· ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
· ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.
· პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები განმეორებით დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მედიკამენტებისათვის დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადებით მოავადე უმწეო მოქალაქეები:
1. ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური (ყველა ავადმყოფი მიუხედავად სოციალური სტატუსისა),
2. „ც“ ჰეპატიტი,
3. თირკმლის უკმარისობა IV - V სტადიის,
4. ინსულტის შემდგომი პერიოდი,
5. დიაბეტური განგრენა, „დიაბეტური თვალი“,
6. პარკინსონის დაავადება,
7. ეპილეფსია,
8. ბრონქული ასთმა,
9. მიასთენია,
10. ფენილკეტონურია,
11. ცერებრალური დამბლა,
12. ფსორიაზი.
დაფინანსება განისაზღვრება 50-100 ლარამდე წელიწადში ერთჯერ.
დაფინანსება მოხდება:
უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცნო დაწესებულებიდან წარმოდგენილი სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის საფუძველზე. პაციენტის მიერ უკვე ანაზღაურებული ხარჯები დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობაგაუარესებული უმწეო მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დახმარებული გამოჯანმრთელობული უმწეო ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. სიკვდილიანობის რისკის შემცირება.
პროგრამით ისარგებლებენ ოჯახები მე-2 მსოფლიო ომში მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში
ოჯახებში მე-2 მსოფლიო ომში მონაწილის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში – 250 ლარის ოდენობით. წლიური დაფინანსება – 5 000 ლარი
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
ომის ვეტერანთა პატივგება და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება.
სოციალური ეფექტი:
დაღუპული მებრძოლების პატივგება და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
56 უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიური ცხელი საკვებით უზრუნველყოფა.
სოციალური ეფექტი: უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შიმშილობის და შიმშილობით გამოწვეული გართულებების პრევენცია.
· მე-2 შვილის შეძენისას – 200 ლარი,
· მე-3 შვილის შეძენისას – 250 ლარი,
· მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისას – 300 ლარი,
· ტყუპების შეძენისას – 400 ლარი
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შობადობის ფინანსური მხარდაჭერა.
სოციალური ეფექტი: მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება შობადობის გაზრდით.
სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დაზარალებული მოქალაქეები. მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სასიცოცხლოდ გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსება.
სოციალური ეფექტი:
დაზარალებული მოსახლეობის მორალური და ფინასური მხარდაჭერა.
ა) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება თითოეულზე 200 ლარის ოდენობით. წლიური დაფინანსება 2200 ლარი.
სოციალური ეფექტი:
ჯანმთელობისთვის საზიანო აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე მოქალაქეების პატივგება და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება.
ბ) დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება (მიუხედავად სოციალური სტატუსისა) თითოეულს 200 ლარის ოდენობით. წლიური დაფინანსება 2 000 ლარი.
სოციალური ეფექტი:
დღეგრძელი მოქალაქეების პატივგება და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება.
გ) დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების დაფინანსება 130 ლარი თვეში. წლიური 9 800 ლარი
სოციალური ეფექტი:
დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება
დ) შშმ პირთათვის დღის ცენტრის ფუნქციონირებისათვის 80 000 ლარი
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
6-18 წლამდე შშმ პირთა რეაბილიტაცია /აბილიტაცია
სოციალური ეფექტი:
რეაბილიტირებულ/აბილიტირებულ შშმ პირთა რაოდენობის ზრდა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.
ე) სათბობი შეშის შესაძენად 2015 წლის ხარჯი. 18 000 ლარი
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
სოციალური ეფექტი:
უმწეო მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
წლიური დაფინანსება 5000 ლარი
პროგრამით ისარგებლებენ: მე-2 მსოფლიო ომის ცოცხალი მონაწილეები და სოციალურად დაუცველი 65 000 ქულამდე ყველა ომების ვეტერანები
სოციალური ეფექტი:
ომის ვეტერანების პატივგება.
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2016 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 255 000 ლარი.
|