ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი ცნობებისა და ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2016 წლის 1 თებერვალი ქ. ბოლნისი |
|
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების მიზნით ცნობები, აგრეთვე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი ინფორმაცია გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ მოკვლეული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტის - ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტების ან/და ნოტარიუსის ან/და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების საჯარო მოსამსახურის მიერ ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის შედგენა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
2. დაინტერესებულმა პირმა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობის გაცემის თაობაზე განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) მოწმეების ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფაქტის შესახებ; ან/და
გ) საარქივო ცნობა ან/და საკომლო წიგნის ამონაწერი; ან/და
დ) ცნობა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან.
2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების საჯარო მოსამსახურე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის თანდასწრებით, უფლებამოსილია შეადგინოს აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ 2 მოწმისა).
3.ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების საჯარო მოსამსახურე:
ა) ოქმის შედგენისას ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებას.
ბ) ამოწმებს მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში.
გ)ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა .
დ) თუ ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე.
ე) ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ვ) უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან.
5. აქტში ასახული უნდა იყოს, როგორც განმცხადებლის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი)
6.ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების საჯარო მოსამსახურეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.
2. გამგებლის წარმომადგენლის მიერ ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და მოწმდება გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერით.
3. მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი ან/და გადახაზული სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და ამ შესწორებების თაობაზე არ არის განხორციელებული შესაბამისი ორგანოს დასტური. არ მიიღება ფანქრით შედგენილი დოკუმენტები.
4. თუ წინამდებარე წესით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცნობის გაცემის საფუძვლად ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და შეტყობინება მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.
2. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.
3. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
4.ცნობა უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალებით ან დაიწეროს ხელით. ხელით შევსებისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემდგრადი და წყალმდგრადი ავტოკალამი.
5.დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ცნობა, დაერთვის ცნობის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება გამგებლის წარმომადგენელთან რეესტრში.
2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ.
3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.
2. ოჯახის წევრად ითვლება: მშობელი, მეუღლე, შვილი ან გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. ოჯახის წევრების ნათესაური კავშირი აქტში ჩაიწერება განმცხადებელთან მიმართებით.
3. მოქმედების ვადა ცნობაში არ მიეთითება. იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.
ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი ცნობებისა და ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი N1ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტების შედგენისა და ცნობის გაცემის წესი