1.
საერთო კრებაზე დგება ოქმი. ოქმში მიეთითება:
ა)
საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ)
ოქმის ნომერი;
გ)
საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;
დ)
საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე)
სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).
2.
საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.
3.
სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, სადაც ეს შესაძლებელია, იქმნება სხდომის აუდიო ვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად.
4.
საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით რჩეულის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
5.
სხდომის აუდიო ვერსია და ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში. თავი III
საერთო კრების რჩეულ