1.
რჩეული:
ა)
უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;
ბ)
ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობას და განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;
გ)
განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;
დ)
ახდენს დამსწრე წევრთა რეგისტრაციას, ადასტურებს კვორუმის არსებობას, სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე)
უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ)
უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციალიტეტის გამგებლისმრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.
ზ)
შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;
თ)
საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს, აგრეთვე ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.
3.
რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარსდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ