⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.01.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2016
ძალის დაკარგვა 17.01.2017
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.166.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 588 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2016 მიღება
17.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2016 წლის 1 თებერვალი ქ. გურჯაანი ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784  ბრძანებულების   შესაბამისად,   გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად. 1.1. ცენტრალური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე, თაყაიშვილის ქუჩა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთამდე, აღმაშენებლის ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, კოსტავას ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთიდან თაყაიშვილის ქუჩის №1-მდე, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის გადაკვეთამდე, 9 აპრილის ქუჩა. 1.2. შუალედური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: ფურცელაძის ქუჩა, ბელიაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, სიღნაღის ქუჩა, რობაქიძის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, დუმბაძის, ტაბიძის, ნiნoშვილის, კეცხოველის, ერეკლე II–ის, ბარათაშვილის, თბილისის, ჭავჭავაძის, ლეონიძის, ბესიკის, გოძიაშვილის, წერეთლის, ტაბიძის, სააკაძის, გამსახურდიას, სააკაძის, კარდენახის, თუმანიშვილის, მაჩაბლის,  ქეთევან წამებულის, პაიჭაძის, ასათიანის, გაბაშვილის, გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გაურჯის, შალიკაშვილის, კუკური ქოროღლიშვილის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩa ბესიკის ქუჩის დასაწყისიდან. 1.3. პერიფერიული ზონა – მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში. მუხლი 2🔗 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:       CN = IMG X ITL X C X K K       3.1. CN  არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;       3.2. IMG  არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;       3.3. ITL L  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;       3.4. C არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;       3.5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 3🔗 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს IMG M= 0,45. მუხლი 4🔗 ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL  შეადგენს:     5.1. ცენტრალური ზონისათვის –  1,3;     5.2. შუალედური ზონისათვის –1,0;     5.3. პერიფერიული ზონისათვის –0,7. მუხლი 5🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების    მიწის 1 კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C = 0,24. მუხლი 6🔗 დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K = 70. მუხლი 7🔗 დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ქალაქ გურჯაანისთვის:        8.1. ცენტრალური ზონა – 9,83 ლარი       8.2. შუალედური ზონა – 7,56 ლარი       8.3. პერიფერიული ზონა – 5,292 ლარი. მუხლი 8🔗 მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 3,78 ლარს. მუხლი 9🔗 დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 1,89 ლარს. მუხლი 10🔗 დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის  №285 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 3,78 ლარს. მუხლი 11🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 04/03/2015 200140030.35.166.016204). მუხლი 12🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი