შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის მოქმედი როგორც რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი“
მიღების თარიღი 01.05.2015
ძალაში შესვლა 11.06.2015
გამომცემი ორგანო კატეგორია
ნომერი №1010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016376
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2016
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| კატეგორია | გრანტის სახსრებიდან გამოყოფილი თანხა (აშშ დოლარი) |
| საქონელი, საკონსულტაციო მომსახურება და სწავლება პროექტის (ბ) ნაწილისთვის | 5,000,000 |
| სულ | 5,000,000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისა“ და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის მოქმედი როგორც რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი“
შვეიცარიის გრანტი TF018090E
შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულება
საქართველოსა
და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს
შორის
მოქმედი როგორც რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი
თარიღი ______ , 2015
შვეიცარიის გრანტი TF018090
შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულება
წინამდებარე ხელშეკრულება, დათარიღებული ________ 2015 წლით, საქართველოს (”გრანტის მიმღები”) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (შემდგომში ”მსოფლიო ბანკი”) მოქმედებს, როგორც ადმინისტრატორი სატრასტო ფონდის რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის.
გრანტის მიმღები და მსოფლიო ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:
I მუხლი
სტანდარტული პირობები; განსაზღვრებები
1.01. 2012 წლის 15 თებერვლით დათარიღებული სტანდარტული პირობები მსოფლიო ბანკის მიერ სხვადასხვა ფონდებიდან გაცემული გრანტებისათვის (“სტანდარტული პირობები”) წინამდებარე საგრანტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
1.02. წინამდებარე საგრანტო ხელშეკრულებაში მთავრული ასოთი დაწყებულ ტერმინებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც ”სტანდარტულ პირობებში” ან ამ საგრანტო ხელშეკრულებაში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს.
II მუხლი
პროექტი
2.01. გრანტის მიმღები აღიარებს თავის ვალდებულებებს პროექტის მიზნების მიმართ აღწერილს ამ ხელშეკრულების დანართის 1 შესაბამისად („პროექტი“). ამასთან დაკავშირებით, გრანტის მიმღები პროექტს განახორციელებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით სტანდარტული პირობების მე-2 მუხლისა და საპროექტო ხელშეკრულების დებულებების თანახმად.
2.02. წინამდებარე ხელშეკრულების 2.01 პუნქტში მოცემული პირობების შეუზღუდავად და გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გრანტის მიმღები და მსოფლიო ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, გრანტის მიმღები პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის დებულებების შესაბამისად.
III მუხლი
გრანტი
3.01. მსოფლიო ბანკი თანახმაა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და მოთხოვნების შესაბამისად, გრანტის მიმღებს გამოუყოს გრანტი ხუთი მილიონი აშშ დოლარის ოდენობით (5,000,000 აშშ დოლარი) (გრანტი) პროექტის დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით.
3.02. გრანტის მიმღებს შეუძლია გრანტის თანხების გამოთხოვა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის შესაბამისად.
3.03. ეს გრანტი დაფინანსებულია ზემოხსენებული სატრასტო ფონდიდან, რისთვისაც მსოფლიო ბანკი იღებს პერიოდულ შენატანებს დონორისგან სატრასტო ფონდში. ”სტანდარტული პირობების” 3.02 პუნქტის შესაბამისად (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების დანართში), მსოფლიო ბანკის გადახდის ვალდებულებები წინამდებარე შეთანხმებასთან მიმართებაში ლიმიტირებულია ზემოაღნიშნულ სატრასტო ფონდში დონორების მიერ გათვალისწინებული თანხით და გრანტის მიმღებს შეუძლია გრანტის სახსრების გამოტანა მათი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.
IV მუხლი
დამატებითი საშუალებები
4.01. სტანდარტული პირობების ქვეპუნქტებში 4.02 (ლ) მითითებული შეჩერების დამატებითი გარემოება ქვემოთ მოყვანილში მდგომარეობს: პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობა იმგვარად შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა, ბათილად იქნა ცნობილი ან ურაყოფილი, რომ ზემოხსნებულმა არსებითი და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის უნარზე, შეასრულოს თავის მოვალეობები საპროექტო ხელშეკრულების ფარგლებში.
V მუხლი
ძალაში შესვლა; შეწყვეტა
5.01 წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა იქამდე, სანამ მსოფლიო ბანკისათვის წარდგენილი არ იქნება მისთვის მისაღები მტკიცებულება იმისა, რომ:
(ა) წინამდებარე შეთანხმების გაფორმება და მოწოდება გრანტის მიმღების მხრიდან სათანადოდ დამოწმებული ან რატიფიცირებულია ყველა სათანადო სამთავრობო ღონისძიებით.
(ბ) 2014 წლის 18 აგვისტოს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ სასესხო ხელშეკრულება კვლავ ძალაშია;
(გ) პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება: (i) გაფორმდება გრანტის მიმღებს წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთი და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის; და (ii) დადასტურებული ან რატიფიცირებულია გრანტის მიმღებსა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ და გრანტის მიმღები და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია იურიდიულ ვალდებულებებს აიღებენ ასეთი შეთანხმების პირობების თანახმად.
5.02 წინამდებარე ხელშეკრულების 5.01(ა) პუნქტის შესაბამისად, როგორც მტკიცებულების ნაწილი, უნდა მიეწოდოს მსოფლიო ბანკს, ბანკის მოთხოვნების შესაბამისი ან მსოფლიო ბანკისთვის მისაღები მოსაზრება ან მოსაზრებები ან, მსოფლიო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მსოფლიო ბანკისთვის მისაღები ფორმით, მიმღები მხარის კომპეტენტური ოფიციალური პირის დასტური, იმის დემონსტრირებით, რომ გრანტის მიმღების მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულება სათანადოდ დამოწმებული ან რატიფიცირებულია, და აღსრულებული და მიწოდებულია და იურიდიულად სავალდებულოა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
5.03. გრანტის მიმღებსა და მსოფლიო ბანკს შორის სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც მსოფლიო ბანკი გრანტის მიმღებს მიაწვდის შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ მან მიიღო პუნქტით 5.01 მოთხოვნილი მტკიცებულება (”ძალაში შესვლის თარიღი”). თუკი ძალაში შესვლის თარიღამდე ადგილი ჰქონდა რაიმე ისეთ გარემოებას, რომელიც მსოფლიო ბანკს უფლებამოსილს გახდიდა შეეჩერებინა გრანტის მიმღების უფლება გრანტის სახსრების გამოტანის თაობაზე, მიუხედავად იმისა, წინამდებარე შეთანხმება ძალაში არის შესული, მსოფლიო ბანკს შეუძლია გადაავადოს ამ პუნქტში მითითებული შეტყობინების მიწოდება, იმ ვადამდე, სანამ ამგვარი გარემოება (ან გარემოებები) არსებობას არ შეწყვეტს.
5.04. წინამდებარე შეთანხმება და მის საფუძველზე მხარეების მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება შეწყდება, თუკი იგი ძალაში არ შევა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან (120) დღის ვადაში.
VI მუხლი
გრანტის მიმღების წარმომადგენელი; მისამართები
6.01. სტანდარტული პირობების 7.02 პუნქტის მიხედვით გრანტის მიმღების წარმომადგენელი არის ფინანსთა მინისტრი.
6.02. სტანდარტული პირობების 7.01 პუნქტის მიხედვით გრანტის მიმღების მისამართია
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ. №16
0114 თბილისი
საქართველო
ფაქსი: +995 32-2262423
6.03. სტანდარტული პირობების 7.01 პუნქტის მიხედვით მსოფლიო ბანკის მისამართია
International Bank for Reconstruction and Development
International Development Associaion
1818 H Street, N.W.
Washington, D.C. 20433
United States of America
სატელეგრაფო მისამართი:
INTBAFRAD ტელექსი ფაქსი:
Washington, D.C. 248423 (MCI) ან 1-202-477-6391
64145 (MCI)
შეთანხმდნენ _____________,____________ ,ზემოთ მითითებულ დღეს და წელს.
საქართველო
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი:
თანამდებობა:
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
მოქმედებს როგორც ადმინისტრატორი სატრასტო ფონდის რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი:
თანამდებობა:
განრიგი 1
პროექტის აღწერა
პროექტის ამოცანაა სამიზნე მუნიციპალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანობისა და საიმედოობის სრულყოფა.
პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ნაწილი ა: ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში
1. ფინანსური რესურსების გამოყოფა:
ა) კრედიტის ბაზაზე შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რათა შეძლონ საინვესტიციო ქვეპროექტების დაფინანსება პრიორიტეტული მუნიციპალური მომსახურების და ინფრასტრუქტურის საჭიროებების მდგრად საფუძველზე რეაბილიტაციის და გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოების ჩატარების, საქონლის მომარაგების გზით; და
ბ) გრანტის ბაზაზე შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მუნიციპალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის პროექტებში საინვესტიციო ქვეპროექტების განხორციელების მიზნით, სამუშაოების ჩატარების და საქონლის მომარაგების გზით.
2. საინვესტიციო ქვეპროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, საინჟინრო პროექტების მომზადება, მშენებლობის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და შეფასების საქმიანობების განხორციელება საკონსულტაციო მომსახურების გაწევით და სწავლების ჩატარების უზრუნველყოფით.
ნაწილი ბ: ინსტიტუციონალური განვითარება
1. ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება: (ა) აქტივების მართვის დაგეგმვის გზით; (ბ) პროექტის ციკლის მართვა; და (გ) ფისკალური სწავლება და ანგარიშგება, საქონლის, საკონსულტაციო მომსახურების და სწავლების მეშვეობით.
2. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება: (ა) ტექნიკურ შეფასებაში; (ბ) საკრედიტო რისკის მართვაში; და (გ) ნდობით აღჭურვილი პირის ფუნქციებში, საკონსულტაციო მომსახურებისა და სწავლების მეშვეობით.
განრიგი 2
პროექტის განხორციელება
ნაწილი I. განხორციელების ღონისძიებები
ა. პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება
1. პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გრანტის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს დაფინანსების თანხებთან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის დაფინანსების უკან დაბრუნების გარეშე ხელმისაწვდომობა, გრანტის მიმღები წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროთი და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პირობების თანახმად (”პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება”).
2. გრანტის მიმღები გამოიყენებს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მინიჭებულ უფლებებს ისე, რომ გრანტის მიმღებისა და მსოფლიო ბანკის ინტერესები იყოს დაცული და დაფინანსების მიზნები იყოს მიღწეული. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსოფლიო ბანკის სხვაგვარად განსაზღვრავს. მსოფლიო ბანკის თანხმობის გარეშე გრანტის მიმღებს არ აქვს უფლება დაადგინოს, შეცვალოს, გააუქმოს ან უარყოს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება ან აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერ დებულებები.
ბ. სხვა
ინსტიტუციონალური ღონისძიებები
1. გრანტის მიმღები პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას მსოფლიო ბანკისთვის მისაღები სამოქმედო სახელმძღვანელოს შესაბამისად, აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემული უნდა იყოს პროექტის განხორციელებისა და კოორდინაციისათვის საჭირო ძირითადი ინსტრუმენტები, რაც გულისხმობს: (ა) შესყიდვებისა და ფინანსური მართვის პროცედურებს; (ბ) დასაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის და საინვესტიციო ქვეპროექტების განხორციელებისათვის; (გ) საინვესტიციო ქვეპროექტების დაფინანსების პირობებს; (დ) შესყიდვებს და საინვესტიციო ქვეპროექტების განხორციელებას და (ე) მოთხოვნები და პროცედურები ეკოლოგიური ექსპერტიზა და გარემოს ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვის მართვის გეგმები შერჩეული საინვესტიციო ქვეპროექტების განსახორციელებლად; (ვ) კადრებით დაკომპლექტებას, მართვას და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მოვალეობებს.
2. პროექტის სათანადო კოორდინაციისა და განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტს ზედამხედველობა გაუწიოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ მინისტრი. სხვა ფუნქციებთან ერთად, ზემოთ ხსენებული საბჭოს ფუნქციები მოიცავს მათ შორის: (ა) პროექტის შესრულების ზედამხედველობა; (ბ) სააგენტოებს შორის კოორდინაცია პროექტის მიზნების განხორციელების მიზნით; და (გ) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მუშაობისთვის წლიური სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტებისა და ანგარიშების შემოწმება და დამტკიცება.
გარანტიები
1. გრანტის მიმღებმა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს სამოქმედო სახელმძღვანელოში გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ექსპერტიზის ზომების დროული ჩატარება და სამოქმედო სახელმძღვანელოში მითითებული ანგარიშგების მოთხოვნებისამებრ, გაითვალისწინოს შესაბამისი ინფორმაცია ამგვარი ზომების ჩატარების შესახებ. გრანტის მიმღებმა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ გარემოს დაცვის და სოციალური მექანიზმი იქნეს დროულად გამოყენებული და გარემოსდაცვითი მართვის გეგმები უნდა იქნეს განვითარებული ყველა იმ საინვესტიციო ქვეპროექტისათვის, რომელსაც ასეთი გარემოს დაცვის მექანიზმი ესაჭიროება და მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია ზედამხედველობის ვალდებულებების შესაბამისად, როგორც ეს წინამდებარე ნაწილის ბ.1. პუნქტშია აღნიშნული. სამუშაოების დაწყებამდე ნებადართული საინვესტიციო ქვეპროექტების დაფინანსებისათვის ნებისმიერი სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია მსოფლიო ბანკისათვის მისაღები ეკოლოგიური და სოციალური ექსპერტიზის ჩატარება და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისათვის მისი გავრცელება.
2. გრანტის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მოიცავს მიწის სავალდებულო შეძენას ან მიწის მფლობელების ან მასზე დასახლებული პირების განსახლებას, მოხდება განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იქნება მოწონებული და რომლის მომზადება და განხორციელება მოხდება მსოფლიო ბანკისთვის მისაღები განსახლების პოლიტიკის (Resettlement Police Fremework) ჩარჩოს შესაბამისად, ნებისმიერი სამუშაოების დაწყებამდე.
3. გრანტის მიმღები პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ შექმნას და განახორციელოს ადვილად აღსაქმელი გასაჩივრების მექანიზმი, მსოფლიო ბანკისათვის მისაღები ფორმით, პროექტთან დაკავშირებული საჩივრების განსახილველად, როგორც ეს მოცემულია სამოქმედო სახელმძღვანელოში.
გ. ანტიკორუფციული სტრატეგია
გრანტის მიმღები უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას “თაღლითობისა და კორუფციის თავიდან აცილებისა და მათთან ბრძოლის სახელმძღვანელო დებულებები, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში”, დათარიღებული 2006 წლის 15 ოქტომბრით და 2011 წლის იანვარში მიღებული („ანტი-კორუფციული სახელმძღვანელოს შესაბამისად“).
ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება
ა. პროექტის ანგარიშები, დასრულების ანგარიში
1. გრანტის მიმღები მონიტორინგს გაუწევს და შეაფასებს პროექტის მიმდინარეობას და მოამზადებს პროექტის ანგარიშებს ”სტანდარტული პირობების” 2.06 პუნქტის დებულებების შესაბამისად და მსოფლიო ბანკისათვის მისაღები მაჩვენებლების საფუძველზე. პროექტის ყოველი ანგარიში უნდა მოიცავდეს ერთ კალენდარულ სემესტრს და წარედგინებოდეს მსოფლიო ბანკს ამ ანგარიშში მოცემული პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
2. გრანტის მიმღები მოამზადებს დასრულების ანგარიშს ”სტანდარტული პირობების” 2.06 პუნქტის დებულებების შესაბამისად. პროექტის დასრულების ანგარიში წარედგინება მსოფლიო ბანკს პროექტის დასრულების თარიღიდან არაუგვიანეს ექვსი თვის განმავლობაში.
b. ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები და აუდიტი
გრანტის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს გრანტთან დაკავშირებული ფინანსური მართვის სისტემის წარმოება ”სტანდარტული პირობების” 2.07 პუნქტის დებულებების შესაბამისად.
გრანტის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან 45 დღის განმავლობაში განვლილი პერიოდის ამსახველი, არააუდიტირებული შუალედური ფინანსური ანგარიშის მომზადება მსოფლიო ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით და მისი მსოფლიო ბანკისათვის წარდგენა.
გრანტის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს გრანტთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშების აუდიტორული შემოწმება ”სტანდარტული პირობების” 2.07 (ბ) პუნქტის დებულებების შესაბამისად. ფინანსური ანგარიშების აუდიტი უნდა მოიცავდეს გრანტის მიმღების ერთწლიან ფისკალურ პერიოდს. ამ პერიოდისთვის აუდიტორულად შემოწმებული ფინანსური ანგარიშები უნდა წარედგინოს მსოფლიო ბანკს აღნიშნული პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში.
ნაწილი III. შესყიდვები
a. ზოგადი
შესყიდვები და საკონსულტაციო სახელმძღვანელოები. პროექტისათვის საჭირო და გრანტის სახსრებით დასაფინანსებელი ყველა საქონელი, სამუშაო, საკონსულტაციო და არა საკონსულტაციო მომსახურება შესყიდული უნდა იქნეს იმ მოთხოვნების დაცვით, რომლებიც მოცემულია ან მითითებულია შემდეგ დოკუმენტებში:
(ა) მსოფლიო ბანკის მსესხებელისთვის 2011 წლის იანვრით დათარიღებული (2014 წლის ივლისის ცვლილებებით) ”სახელმძღვანელო დებულებების I ნაწილი: საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების და გრანტები ფარგლებში” (”სახელმძღვანელო დებულებები“), საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულაციო მომსახურების შემთხვევაში მსოფლიო ბანკის მსესხებლებისთვის 2011 წლის იანვრით დათარიღებული (2014 წლის ივლისის ცვლილებებით) და „კონსულტანტების სახელმძღვანელო დებულებების I და IV ნაწილი: კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების და გრანტების ფარგლებში” საკონსულტაციო მომსახურების შემთხვევაში; და
(ბ) წინამდებარე მე-3 ნაწილის დებულებები იმ ფორმით, რომლითაც ისინი შეტანილი იქნება შესყიდვების გეგმაში, რომელსაც მოამზადებს და დროდადრო განაახლებს გრანტის მიმღები ”შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებების” 1.18 პუნქტისა და ”კონსულტანტების სახელმძღვანელო დებულებების” 1.25 პუნქტის (”შესყიდვების გეგმა”) შესაბამისად.
განმარტებები. წინამდებარე ნაწილის ქვემოთ პუნქტებში მთავრული ასოთი დაწყებული ტერმინები, რომლებიც აღნიშნავს შესყიდვების ან მსოფლიო ბანკის მიერ კონტრაქტების განხილვის კონკრეტულ მეთოდებს, შეესაბამება ”შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებებში” ნაწილებში II და III ან ”კონსულტანტების სახელმძღვანელო დებულებებში” ნაწილებში II, III, IV და V აღწერილ მეთოდებს, ასეთის შემთხვევაში.
ბ. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები
1. საერთაშორისო ტენდერის ჩატარება. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული მეორე პუნქტებში ქვემოთ, საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა უნდა მოხდეს საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის საფუძველზე მინიჭებული კონტრაქტების საშუალებით.
2. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები. ქვემოთ ჩამოთვლილია ის მეთოდები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისათვის საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის ნაცვლად. შესყიდვების გეგმაში მითითებული უნდა იყოს ის გარემოებები, როდესაც შეიძლება აღნიშნული მეთოდების გამოყენება. (ა) ეროვნული საკონკურსო ვაჭრობა ქვემოთ წარმოდგენილი დამატებითი პირობების გათვალისწინებით:
(i) სტანდარტული მეთოდი უნდა იყოს ”ღია კონკურსი” (ანუ ”ღია ტენდერი“). საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ერთი კონვერტით წარდგენის პროცედურა;
(ii) საკონკურსო ვაჭრობაზე მოწვევა უნდა გამოქვეყნდეს მინიმუმ ერთ ეროვნულ ყოველდღიურ გაზეთში და კონკურსის მონაწილეებს საკონკურსო წინადადების მოსამზადებლად და წარსადგენად სულ მცირე ოცდაათი (30) კალენდრული დღის ვადა უნდა ჰქონდეთ. უცხოენოვან გაზეთებში გამოქვეყნებული მოწვევა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას საკონკურსო წინადადების მომზადებისა და წარდგენისათვის მინიმუმ 30-დღიანი ვადის შესახებ;
(iii) საკონკურსო ვაჭრობაში მონაწილეობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ წინასწარ რეგისტრირებული ფირმებით. თუ რეგისტრაცია აუცილებელია, დაუშვებლია უფლებამოსილი კომპანიებისათვის უარის თქმა რეგისტრაციაზე ისეთი მიზეზების გამო, რომელიც არ უკავშირდება მათ შესაძლებლობებსა და რესურსებს (მაგალითად, პროფესიულ ორგანიზაციაში სავალდებულო წევრობა, კლასიფიკაცია და სხვა), რომ წარმატებით შეასრულონ კონტრაქტი. უნდა ჩატარდეს კვალიფიკაციის შემდგომი შეფასება იმის დასადასტურებლად, რომ კონკურის მონაწილეს აქვს კონტრაქტის წარმატებით შესრულებისათვის აუცილებელი შესაძლებელობები და რესურსები.
(iv) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები უფლებამოსილი არიან მიიღონ მონაწილეობა საკონკურსო ვაჭრობაში, თუ დაადასტურებენ, რომ წარმოადგენენ იურიდიულად და ფინანსურად დამოუკიდებელ კომპანიებს, მოქმედებენ სავაჭრო სამართლის ფარგლებში და არ არიან მთავრობაზე დამოკიდებული. საკონკურსო წინადადებების გარანტიასთან და კონტრაქტის შესრულების გარანტიასთან დაკავშირებული მოთხოვნები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიმართ იგივეა, რაც კონკურსის სხვა მონაწილეთა მიმართ.
(v) საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა გამოიყენოს მსოფლიო ბანკის შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის ნიმუშები, წინასწარი საკვალიფიკაციო შეფასების დოკუმენტაციის ჩათვლით. აღნიშნული დოკუმენტები უნდა შეიცავდეს მსოფლიო ბანკისათვის მისაღებ კონტრაქტის პროექტსა და კონტრაქტის პირობებს, მათ შორის დებულებებს თაღლითობისა და კორუფციის, აუდიტის და კონტრაქტის მინიჭების გამოქვეყნების შესახებ.
(vi) საკონკურო წინადადადებების გახსნა უნდა მოხდეს საჯაროდ, საკონკურსო წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადის გასვლისთანავე. კონკურსის მონაწილეების წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საკონკურსო წინადადებების გახსნაზე დასწრების უფლება.
(vii) საკონკურსო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელება დაშვებულია მხოლოდ ერთხელ მაქსიმუმ ოცდაათი (30) დღით. მსოფლიო ბანკის მხრიდან წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ვადის შემდგომი გაგრძელების მოთხოვნა.
(viii) საკონკურსო წინადადებების შეფასება უნდა განხორციელდეს რაოდენობრივად განზომილებადი კრიტერიუმების საფუძველზე, ფასის მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციაში. წინადადებების შეფასებისას დაუშვებელია ხარისხისათვის მინიჭებული ქულების სისტემისა და პრეფერენციული შეღავათის გამოყენება. კონტრაქტი უნდა მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კონკურსის მონაწილეს, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დაბალი შეფასებული ფასის მქონე არსებითად შესაბამის საკონკურსო წინადადებას. დაუშვებელია კონტრაქტის მინიჭებამდე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება.
(ix) სამშენებლო სამუშაოების გრძელვადიანი (თვრამეტ (18) თვეზე მეტი) კონტრაქტები უნდა შეიცავდეს შესაბამის დებულებებს ფასების კორექტირების თაობაზე.
(x) დაუშვებელია საკონკურსო წინადადების უარყოფა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი ფასი აღემატება მოცემული შესყიდვის საანგარიშო ბიუჯეტს. მსოფლიო ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ყველა საკონკურსო წინადადებების უარყოფა და ახალი წინადადებების მოწვევა.
(ბ) დახლიდან შესყიდვა; და
(გ) პირდაპირი კონტრაქტის გაფორმება.
გ. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები:
შერჩევა ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით. ქვემოთ მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს ხარისხისა და ფასის საფუძველზე შერჩევის მეთოდით.
საკონსულტაციო მომსახურეობის შესყიდვის სხვა მეთოდები. ქვემოთ ჩამოთვლილია საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები. შესყიდვების გეგმაში მითითებული უნდა იყოს ის გარემოებები, როდესაც შეიძლება აღნიშნული მეთოდების გამოყენება: (ა) შერჩევა ხარისხის საფუძველზე; (ბ) შერჩევა ფიქსირებული ბიუჯეტის ფარგლებში; (გ) შერჩევა უმცირესი ფასის საფუძველზე; (დ) შერჩევა კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე; (ე) საკონსულატაციო ფირმების შერჩევა ერთადერთი წყაროდან; (ვ) ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა; (ზ) ერთადერთი წყაროდან შერჩევის პროცედურა ინდივიდუალური კონსულტანტების შესარჩევად.
დ. მსოფლიო ბანკის მიერ შესყიდვების გადაწყვეტილებების განხილვა
შესყიდვების გეგმაში წარმოდგენილი უნდა იყოს ის კონტრაქტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ წინასწარ განხილვას ექვემდებარება. ყველა დანარჩენი კონტრაქტი გაივლის შემდგომ განხილვას მსოფლიო ბანკის მიერ.
ნაწილი IV. გრანტის სახსრების გამოთხოვა
ა. ზოგადი.
გრანტის მიმღებს შეუძლია გრანტის სახსრების გამოტანა შემდეგი დოკუმენტების დებულებების საფუძველზე: (ა) ”სტანდარტული პირობები” მე-3 მუხლის; (ბ) წინამდებარე პუნქტის და (გ) დამატებითი ინსტრუქციები, რომლებიც შეიძლება განსაზღვროს მსოფლიო ბანკმა და შეატყობინოს გრანტის მიმღებს (მათ შორის 2006 წლის მაისში გამოცემული ”მსოფლიო ბანკის თანხის გამოთხოვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები პროექტებისათვის”, იმ ცვლილებებისა და დამატებების ჩათვლით, რომელიც დროდადრო შეიძლება შეიტანოს მსოფლიო ბანკმა და რომლებიც ეხება წინამდებარე შეთანხმებას) ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილი ნებადართული ხარჯების დასაფინანსებლად ქვემოთ მე-2 პუნქტში.
ცხრილში ნაჩვენებია ნებადართული ხარჯების კატეგორიები, რომლებიც გრანტის სახსრებით შეიძლება დაფინანსდეს, ასევე თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი გრანტის თანხა და გრანტის სახსრებით დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ოდენობა:
კატეგორია
გრანტის სახსრებიდან გამოყოფილი თანხა
(აშშ დოლარი)
დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ოდენობა (გადასახადების გათვალისწინებით)
საქონელი, საკონსულტაციო მომსახურება და სწავლება პროექტის (ბ) ნაწილისთვის
5,000,000
57,2%
სულ
5,000,000
ბ. თანხის გამოთხოვის პირობები; თანხის გამოთხოვის პერიოდი
წინამდებარე ნაწილის “ა” პუნქტის დებულებების მიუხედავად, თანხის გამოთხოვა არ მოხდება იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე.
”სტანდარტული პირობების” 30.6 (გ) პუნქტის მიხედვით პროექტის დასრულების თარიღია 2018 წლის 31 დეკემბერი.
დანართი
განსაზღვრებები
“გარემოსდაცვითი და სოციალური ექსპერტიზა” წარმოადგენს ყველა შემოთავაზებული საინვესტიციო ქვეპროექტების სავალდებულო განხილვას, რომლის მიზანია შესაძლო ეკოლოგიური რისკების და ზეგავლენის მიხედვით მათი კატეგორიებად დაყოფა და ისეთი პროექტების გაცხრილვა, რომელთა განხორციელება გარემოსთვის ძალზე საზიანო იქნება, ასევე გარემოსდაცვითი შეფასების მასშტაბისა და კატეგორიის დადგენა იმ საინვესტიციო პროექტებისათვის, რომლებზედაც გაგრძელდება მუშაობა.
“გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასება” ან “ESIA” ნიშნავს კვლევას, რომელიც ჩატარდება შერჩეული საინვესტიციო ქვეპროექტებისათვის, მათი განხორციელების შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შეფასების, ალტერნატიული ვარიანტების განხილვის, გარემოზე ზემოქმედების შემცირების, მართვისა და მონიტორინგის ღონისძიებათა შემუშავების მიზნით.
“გარემოსდაცვითი მართვის გეგმა” ან “EMP” ნიშნავს საინვესტიციო ქვეპროექტისთვის შემუშავებულ დოკუმენტს, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ქვეპროექტის განხორციელებისას ჩასატარებელი ღონისძიებები გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღკვეთის ან მისაღებ დონემდე შემცირების მიზნით, ასევე ამ ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელი ზომები.
4. „მზარდი საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის საფუძვლიან და საჭირო მზარდ ხარჯს, რომელიც გასწია პროექტის განხორციელებასთან, მართვასთან და მონიტორინგთან მიმართებაში, დამხმარე პერსონალის ხელფასების ხარჯის ჩათვლით (გრანტის მიმღების მოხელეების ხელფასების გარდა), კომუნიკაცია, დამატება, ბეჭდვა და გამოქვეყნება, თარგმნა, სატრანსპორტო ოპერაციები და შენახვა, საბანკო მომსახურების საკომისიოები, ადგილობრივი მივლინების ხარჯი და ადგილის დათვალიერების ხარჯი, ოფისის რენტა, მოწყობილობები და მომარაგება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული ნახევარწლიური ბიუჯეტის საფუძველზე.
5. “საინვესტიციო დაფინანსების შეთანხმება” ნიშნავს პროექტის მიზნებისთვის, სამოქმედო სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულსა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
6. “საინვესტიციო ქვეპროექტი” ნიშნავს შესაბამის ქვეპროექტს, რომელიც განხორციელდება მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) საინვესტიციო ქვეპროექტების დაფინანსებისათვის (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული).
7. “საინვესტიციო ქვეპროექტის დაფინანსება” ნიშნავს გრანტის თანხებიდან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) გამოყოფილ ან მომავალში გამოსაყოფ დაფინანსებას საინვესტიციო ქვეპროექტისთვის.
8. ფინანსთა სამინისტრო ნიშნავს გრანტის მიმღების ფინასთა სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრესю
9. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნიშნავს გრანტის მიმღების რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს.
10. “სამოქმედო სახელმძღვანელო” ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) მიერ მომზადებულ პროექტის 2014 წლის 31 მარტით დათარიღებულ სახელმძღვანელოს, რომელიც (ა) აღწერს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) მართვის, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, საინჟირო, გარემოს და სოციალური დაცვით პრინციპებსა და პროცედურებს, რომლებიც პროექტის განხორციელებისათვის არის საჭირო და იმ კრიტერიუმებს, რითიც მოხდება საინვესტიციო ქვეპროექტებისა და მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) შერჩევა; და (ბ) მოიცავს “გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის შეფასების სახელმძღვანელო დებულებებს”, სადაც მოცემულია მოთხოვნები და პროცედურები განსახორციელებელი გარემოს და სოციალური ექსპერტიზისა და გარემოს და სოციალური შეფასების მოსამზადებლად, შერჩეული საინვესტიციო პროექტისათვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასების და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის ჩათვლით. ”სამოქმედო სახელმძღვანელო” მოიცავს ყველა იმ ცვლილებასა და დამატებას, რომელიც დროდადრო შეიძლება განხორციელდეს ბანკთან შეთანხმებით.
„მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები” ნიშნავს ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებს, რომლებიც შეიქმნა და ახორციელებს საქმიანობას საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1958-IIს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე და შეირჩა პროექტის “ა” ნაწილის თანახმად საინვესტიციო ქვეპროექტების განსახორციელებლად სამოქმედო სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად.
„პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია” ნიშნავს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებით, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
„პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობა” ნიშნავს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებას, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.
„განსახლების სამოქმედო გეგმა” ან “RAP” ნიშნავს განსახლების სამოქმედო გეგმას, კონკრეტულ განსახლებას; მომზადებულს და განხორციელებულს “განსახლების პოლიტიკის ჩარჩო სახელმძღვანელო”-ს და „განსახლების სამოქმედო გეგმების“ შესაბამისად.
„განსახლების პოლიტიკის ჩარჩო სახელმძღვანელო” ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ მომზადებული 2014 წლის 24 მარტი დათარიღებული მსოფლიო ბანკისათვის მისაღები ჩარჩო სახელმძღვანელოს, მათ შორის: (i) პროექტის ფარგლებში ტერიტორიის აღწერა; (ii) პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისა და სამშენებლო საქმიანობებთან დაკავშირებით მიწის შესყიდვის, განსახლებისა და მიწის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შეფასების პროცესი; (iii) პროექტის ფარგლებში დაზარალებული მოსახლეობის განსახლების პრინციპი ზეგავლენის სხვადასხვა კატეგორიებზე დაყრდნობით; (iv) შეფასების, კომპენსირების და სხვა დახმარების პროცედურები დაზარალებული მოსახლეობისთვის, გასაჩივრების პროცესის ჩათვლით; და (v) პასუხისმგებლობები, პროცედურები და მოთხოვნები ტერიტორიის სპეციფიკური განსახლების სამოქმედო გეგმების განვითარებისა და განხორციელებისთვის.
„პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება” ნიშნავს ხელშეკრულებას, რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის I.ა ნაწილში და რომლის თანახმადაც გრანტის მიმღები უზრუნველყოფს გრანტის სახსრების ხელმისაწვდომობას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის.
„სწავლება” ნიშნავს პროექტის განმახორციელებლი ორგანიზაციის მიერ პროექტის “ბ” ნაწილის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯებს, რომელიც მოიცავს სამგზავრო და სამივლინები ხარჯებს სწავლების მონაწილეებისთვის, ასევე სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების, და ან ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო ფართის, მასალებისა და საჭირო ხელსაწყოების იჯარით აღების ხარჯებს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული ნახევარწლიური ბიუჯეტის საფუძველზე.