სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №მუნიციპალიტეტის დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.019116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| მუნიციპალიტეტის დასახელება | ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელზეც გაიგზავნა უარყოფითი სამართლებრივი დასკვნა |
| მუნიციპალიტის დასახელება | ზედამხედველობის ორგანოსთვის სამართლებრივი კონსულტაციის მიზნით გაგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების ჩამონათვალი |
| სასამართლოში გასაჩივრებული ნორმატიული აქტების ჩამონათვალი | გასაჩივრდა მთლიანი აქტი/აქტის ნაწილი |
| მუნიციპალიტეტის დასახელება | წლის განმავლობაში ზედამხედველობის მიზნით გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა |
| მუნიციპალიტეტის დასახელება | მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების ან განუხორციელებლობის შემთხვევათა რაოდენობა |
| შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები | გაუქმებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები |
| აქტის დასახელება | აქტის დასახელება, რომლითაც შეჩერდა მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის აქტი |
| ბათილად იქნა ცნობილი (მთლიანი აქტი ან მისი ნაწილი) ან არარად იქნა აღიარებული სასამართლოს მიერ | ბათილად ცნობის ნაცვლად, ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული სასამართლოს მიერ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №52
2016 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 138-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის თანდართული წესი;
ბ) სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის ფორმა (დანართი №1);
გ) დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური
ანგარიშის შედგენის წესი
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო
1. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის (შემდგომში − ანგარიში) შედგენის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის როგორც სამართლებრივი, ისე დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს (შემდგომში − ზედამხედველობის ორგანო) მიერ ანგარიშის შედგენის წესს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს ორგანული კანონით − „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. წესის მიზანი
ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ანგარიშის შემადგენელი კომპონენტების, შინაარსისა და შედგენის წესის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗. ანგარიშის შემადგენელი კომპონენტები, შინაარსი და შედგენის წესი
1. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს ანგარიში (დანართი №1) უნდა შეიცავდეს:
ა) სტატისტიკურ ინფორმაციას სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების შესახებ (ცხრილი №1.1-ის შესაბამისად);
ბ) სტატისტიკურ ინფორმაციას სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელების შესახებ (ცხრილი №1.2-ის შესაბამისად);
გ) სამართლებრივი ზედამხედველობის პროცესში გასაჩივრებული აქტების ჩამონათვალს და ინფორმაციას ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებზე (სარჩელზე) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის თაობაზე (ცხრილი №1.3-ის შესაბამისად).
2. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში (დანართი №2) უნდა შეიცავდეს:
ა) სტატისტიკურ ინფორმაციას დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების, მათ შორის, გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თაობაზე (ცხრილი №2.1-ის შესაბამისად);
ბ) სტატისტიკურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების ან განუხორციელებლობის, მასთან დაკავშირებული მითითებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ (ცხრილი №2.2-ის შესაბამისად);
გ) დარგობრივი ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული და გაუქმებული აქტების ჩამონათვალს და ინფორმაციას ზედამხედველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის შესახებ (ცხრილი №2.3.1 და 2.3.2-ის შესაბამისად).
3. ზედამხედველობის სახის შესაბამისად, ანგარიშის შედგენა ხდება ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიხედვით.
4. ანგარიში დგება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული ცხრილების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ანგარიშის გამოქვეყნების წესი
1. ზედამხედველობის ორგანოს ანგარიში საჯაროა.
2. ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, ყოველი წლის 1 თებერვლამდე შეადგინოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.
3. კალენდარულ წლად ითვლება დროის მონაკვეთი წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილება ჩამოერთვა კალენდარული წლის განმავლობაში, მისთვის საანგარიშო პერიოდად ითვლება დროის მონაკვეთი შესაბამისი წლის 1 იანვრიდან მისთვის სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილების ჩამორთმევის დღემდე, ხოლო, თუ ზედამხედველობის ორგანოს სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილება გადაეცა კალენდარული წლის განმავლობაში, მისთვის საანგარიშო პერიოდად ითვლება დროის მონაკვეთი შესაბამისი უფლებამოსილების გადაცემის დღიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4. ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, ანგარიშის შედგენიდან 15 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
დანართი №1
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში
(საანგარიშო პერიოდი - 201... წელი)
ცხრილი №1.1
სტატისტიკური ინფორმაცია
სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების შესახებ
მუნიციპალიტეტის დასახელება
ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელზეც გაიგზავნა უარყოფითი სამართლებრივი დასკვნა
იმ ნორმატიული აქტების რაოდენობა, რომელზეც გაგზავნილი უარყოფითი სამართლებრივი დასკვნა გათვალისწინებული იქნა
იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელზეც გაგზავნილი უარყოფითი სამართლებრივი დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული საკრებულოს მოტივირებული წერილობითი უარით
ზედამხედველობის ორგანომ დამაკმაყოფილებლად/
არადამაკმაყოფილებლად ცნო
საკრებულოს მოტივირებული წერილობითი უარი
(მიეთითება: დამაკმაყოფილებელი/არადამაკ-მაყოფილებელი)
ცხრილი №1.2
სტატისტიკური ინფორმაცია
სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელების შესახებ
მუნიციპალიტის დასახელება
ზედამხედველობის ორგანოსთვის სამართლებრივი კონსულტაციის
მიზნით გაგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების ჩამონათვალი
ცხრილი №1.3
სამართლებრივი ზედამხედველობის პროცესში გასაჩივრებული აქტების ჩამონათვალი და ინფორმაცია ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებზე (სარჩელზე) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე
სასამართლოში გასაჩივრებული
ნორმატიული აქტების ჩამონათვალი
გასაჩივრდა მთლიანი აქტი/აქტის ნაწილი
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღი და საქმის ნომერი, მოკლე ინფორმაცია სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ
საქმე დასრულდა მორიგებით
სასამართლო ეტაპზე საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტი ბათილად იქნა ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადებული (მთლიანი აქტი ან მისი ნაწილი) ან არარად იქნა აღიარებული ან შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი
დანართი №2
დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში
(საანგარიშო პერიოდი - 201... წელი)
ცხრილი №2.1
სტატისტიკური ინფორმაცია
დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების შესახებ
მუნიციპალიტეტის
დასახელება
წლის განმავლობაში ზედამხედველობის მიზნით გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი, რომელთან დაკავშირებითაც გაიგზავნა შესასრულებლად სავალდებულო მითითება
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა, რომელთან დაკავშირებითაც გაგზავნილი სავალდებულო მითითება გაზიარებულ იქნა
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი, რომელთა მიმართ გაგზავნილი მითითება არ იქნა გაზიარებული მუნიციპალიტეტის მოტივირებული წერილობითი უარით
ზედამხედველობის ორგანომ დამაკმაყოფილებლად/
არადამაკმაყოფილებლად ცნო მუნიციპალიტეტის მოტივირებული წერილობითი უარი გაგზავნილი მითითების გათვალისწინებაზე
(მიეთითება: დამაკმაყოფილებელი/არა-დამაკმაყოფილებელი)
ცხრილი №2.2
სტატისტიკური ინფორმაცია
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების ან განუხორციელებლობის, მასთან დაკავშირებული მითითებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ
მუნიციპალიტეტის
დასახელება
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების ან განუხორციელებლობის შემთხვევათა რაოდენობა
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების ან განუხორციელებლობის შემთხვევებზე მიცემულ მითითებათა რაოდენობა
ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შემთხვევების რაოდენობა
ცხრილი №2.3.1
დარგობრივი ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული და გაუქმებული აქტების ჩამონათვალი
შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
გაუქმებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
აქტის დასახელება
აქტის დასახელება, რომლითაც შეჩერდა მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის აქტი
შეჩერდა მთლიანი აქტი /აქტის ნაწილი
აქტის დასახელება
აქტის დასახელება, რომლითაც გაუქმდა მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის აქტი
გაუქმდა მთლიანი აქტი/ აქტის ნაწილი
ცხრილი №2.3.2
ინფორმაცია
ზედამხედველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ
სასამართლო განხილვის ეტაპზე გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა:
ბათილად იქნა ცნობილი (მთლიანი აქტი ან მისი ნაწილი) ან არარად იქნა აღიარებული სასამართლოს მიერ
ბათილად ცნობის ნაცვლად, ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული სასამართლოს მიერ
საქმე დასრულდა მორიგებით
სასამართლოს მიერ საკითხი ხელახლა განხილვის მიზნით დაბრუნებულ იქნა ზედამხედველობის ორგანოსთვის