„საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების ხელშეკრულება (სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR))“

მიღების თარიღი 17.02.2015
ძალაში შესვლა 28.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2016
matsne.gov.ge 2,260 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2015 მიღება
28.05.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
კატეგორია გამოყოფილი გრანტის თანხა SDR–ში
I. სამუშაოები 4 645 000
II. საკონსულტაციო მომსახურება 60 000
III. გრანტები და სუბსიდიები 2 605 000
IV. საოპერაციო ხარჯები 440 000
გაუნაწილებელი 860 000
ჯამი 8 610 000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ რეგიონი 90% 12.02.2015 ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ გრანტის მიზნობრიობა 90% 26.08.2024 შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის მოქმედი როგორც რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 01.05.2015 აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 14.05.2020 ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 24.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების ხელშეკრულება (სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR))“ სესხის № 2000000778 დაფინანსების ხელშეკრულება საქართველოსა და სოფლის მეურნეობის  განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR) ხელმოწერის ადგილი: რომი, იტალია თარიღი: 2015 წლის 17 თებერვალი     დაფინანსების ხელშეკრულება სესხის ნომერი:2000000778 პროექტის სახელწოდება: სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე  დაშვება და მოქნილობა (შემდგომში „პროექტი“) საქართველო („მსესხებელი“) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (შემდგომში „ფონდი“) (თითოეული მოიხსენიება, როგორც "მხარე", ხოლო ერთობლივად – „მხარეები“) შეთანხმდნენ შემდეგზე: ფონდი თანახმაა გამოუყოს სესხი მსესხებელს, ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების და ვადების შესაბამისად; მსესხებლის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა მიმართეს გლობალური გარემოს დაცვის საშუალებას („GEF“) გრანტის („GEF გრანტი“) გამოყოფის თაობაზე, რომლის დაახლოებითი რაოდენობაა ხუთი მილიონ სამასი ათასი აშშ დოლარი (5,300,000 აშშ დოლარი) პროექტის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მსესხებელსა და ფონდს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებით (შემდგომში „GEF საგრანტო ხელშეკრულება“) გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით; შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: ნაწილი ა 1. შემდეგი დოკუმენტები ერთად შეადგენენ წინამდებარე ხელშეკრულებას: ეს დოკუმენტი, პროექტის აღწერა და განხორციელების ღონისძიებები (დანართი 1), თანხების განაწილების ცხრილი (დანართი 2) და სპეციალური დებულებები (დანართი 3). 2. 2009 წლის 29 აპრილით დათარიღებული ფონდის ზოგადი პირობები სოფლის მეურნეობის განვითარების დაფინანსებისთვის, რომლებიც დროდადრო ცლილებას ექვემდებარება (შემდგომში „ზოგადი პირობები“) თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და მათში განსაზღვრული ყველა დებულება ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება, გარდა ე.5 ნაწილში განსაზღვრული პირობებისა. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ზოგად პირობებში აღწერილ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია მათში. 3. ფონდი მსესხებელზე გასცემს სესხს (შემდგომში “დაფინანსება“), რომელსაც მსესხებელი პროექტის განხორციელების მიზნით გამოიყენებს წინამდებარე ხელშეკრულების ვადებისა და პირობების შესაბამისად. ნაწილი ბ 1. სესხის თანხა შეადგენს რვა მილიონ ექვსასი ათას სპეციალურ სასესხო უფლებას (SDR 8,610,000). 2. სესხი გაიცემა შერეული პირობებით (Blend terms) და საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ძირითად ჩამოურიცხავ თანხაზე ფიქსირებულ 1.25%-ს, დამატებით მომსახურების საკომისიოზე, რაც შეადგენს 0.75%-ს წლიურად ძირითად ჩამოურიცხავ თანხაზე და სესხის ვადაა 25 წელი, მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდი, რომელიც აითვლება ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ სესხის დამტკიცების დღიდან. 3. სესხის მომსახურების ანგარიშსწორების ვალუტა იქნება აშშ დოლარი. 4. შესაბამისი ფისკალური წლის პირველი დღეა 1 იანვარი. 5. ძირითადი თანხის, პროცენტისა და მომსახურების საკომისიოს გადახდა იწარმოებს ყოველი წლის 15 თებერვალს და 15 აგვისტოს. 6. დაშვებული ხარჯების დასაფარად გაიხსნება სპეციალური ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში აშშ დოლარში, პროექტის ფარგლებში გადახდები იწარმოებს საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული სახელმწიფო ხაზინის სპეციალური ანგარიშიდან როგორც აშშ დოლარებში, ასევე ლარებში. დამატებით, გრანტთან დაკავშირებული ირიგაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ინვესტირების კომპონენტის (1 კომპონენტი) ფარგლებში აქტივობების შესასრულებლად შერჩეული თითოეული ორგანიზაცია ფონდისთვის მისაღებ ბანკში ან, საჭიროებისამებრ, შესაბამისად, ხაზინაში გახსნის და შეინარჩუნებს ანგარიშს პროექტის ფარგლებში სახსრების მისაღებად. 7. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს თანადაფინანსება 1,800,000 აშშ დოლარის ოდენობით პროექტის ფარგლებში გადასახადების და მოსაკრებლების დასაფარად. ნაწილი გ 1. პროექტის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. პროექტში მონაწილე დამატებითი მხარეები: (i) ირიგაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ინვესტირების კომპონენტის (კომპონენტი 1) ფარგლებში გრანტთან დაკავშირებული აქტივობების შესასრულებლად შერჩეული ორგანიზაცია/ორგანიზაციები; და (ii) სხვა მხარე(ები), რომლებზეც ფონდი და მსესხებელი შეთანხმდებიან. 3. პროექტის დასრულების თარიღია ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან მეოთხე წელი. ნაწილი დ სესხის ადმინისტრირება და პროექტის ზედამხედველობა განხორციელდება ფონდის მიერ. ნაწილი ე 1. შემდეგი გარემოებები შეიძლება ამ ხელშეკრულების შეჩერების დამატებით საფუძვლად იქცეს: (i) მსესხებლისთვის უფლების შეჩერება, გამოითხოვოს გლობალური გარემოს დაცვის საშუალების (GEF) გრანტის სახსრები GEF საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დადგენილი ოდენობით, მაშინ როცა აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულება ძალაშია. (ii) 1 დანართის, ნაწილი II, მე-7 პუნქტში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების სახელმძღვანელოს (PIM) ან მისი რომელიმე დებულების გაუქმება, შეჩერება, შეწყვეტა, შესწორება ან შეცვლა ფონდთან წინასწარი შეთანხმების გარეშე; ასევე, მსესხებელთან კონსულტაციის შემდეგ ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ ამგვარმა გაუქმებამ, შეჩერებამ, შეწყვეტამ, შესწორებამ ან შეცვლამ არსებითი უარყოფითი გავლენა გამოიწვია, ან გამოიწვევს პროექტზე და მსესხებელს არ მიუღია რაიმე ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად; და (iii) პროექტის წამყვანი ორგანიზაციის მიერ მოსამზადებელი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ინვესტირების კომპონენტის (1 კომპონენტი) ფარგლებში გრანტთან დაკავშირებული აქტივობების შესასრულებლად შერჩეული ორგანიზაციების მიერ დასამტკიცებელი „საინვესტიციო სახელმძღვანელოს“ ან რომელიმე დებულების გაუქმება, შეჩერება, შეწყვეტა, შესწორება ან შეცვლა ფონდთან წინასწარი შეთანხმების გარეშე; ასევე, მსესხებელთან კონსულტაციის შემდეგ ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ ამგვარი გაუქმება, შეჩერება, შეწყვეტა, შესწორება ან შეცვლა გამოიწვია/გამოიწვევს არსებით უარყოფით გავლენას პროექტზე და მსესხებელს არ მიუღია რაიმე ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად. 2. შემდეგი გარემოებები შეიძლება ამ ხელშეკრულების გაუქმების დამატებით საფუძვლად იქცეს: მსესხებლის უფლების გაუქმება, გამოითხოვოს გლობალური გარემოს დაცვის საშუალების (GEF) გრანტის სახსრები საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დადგენილი ოდენობით, მაშინ როცა აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულება ძალაშია. 3. სახსრების გამოთხოვისთვის საჭირო დამატებითი ზოგადი პირობები შემდეგია: (i) ბ.6 ნაწილში განსაზღვრული სპეციალური ანგარიშის გახსნა; (ii) პროექტის მენეჯერის და ფინანსური მენეჯერის დანიშვნა; და (iii) 1 დანართის, ნაწილი II, მე–7 პუნქტში აღნიშნული პროექტის განხორცილების სახელმძღვანელოს დამტკიცება პროექტის წამყვანი ორგანიზაციის მიერ. 4. სახსრების გატანისთვის საჭირო დამატებითი სპეციალური პირობები შემდეგია: (i) თანხის გამოთხოვა არ იწარმოებს დანართი 2, პუნქტი 1, „განაწილების ცხრილის“ III კატეგორიის (გრანტები და სუბსიდიები) ფარგლებში მცირე მიწის მესაკუთრეთა და აგრობიზნესის გრანტებთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, სანამ: (ა) პროექტის წამყვანი ორგანიზაცია გააფორმებს ფონდისთვის მისაღებ დამხმარე ხელშეკრულებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ინვესტირების კომპონენტის (1 კომპონენტი) ფარგლებში გრანტთან დაკავშირებული აქტივობების შესასრულებლად შერჩეულ თითოეულ ორგანიზაციასთან, რომელიც, მათ შორის ეხება ბიუჯეტირებას, სახსრების მოძრაობას, საბუღალტრო აღრიცხვას, ფინანსურ ანგარიშგებას, შიდა კონტროლსა და გარე აუდიტის საქმიანობებს; (ბ) სანამ არ მოხდება პროექტის წამყვანი ორგანიზაციის მიერ მოსამზადებელი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ინვესტირების კომპონენტის (1 კომპონენტის) ფარგლებში გრანტთან დაკავშირებული აქტივობების შესასრულებლად შერჩეული ორგანიზაციების მიერ დასამტკიცებელი საინვესტიციო სახელმძღვანელოს დამტკიცება ფონდის მიერ; და (გ) ბ.6 ნაწილში მითითებულმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ სახელმწიფო ხაზინაში ან ფონდისთვის მისაღებ ბანკში, რომელიც მოეთხოვებათ, უნდა გახსნას ანგარიში პროექტის ფარგლებში სახსრების მისაღებად და ფონდს უნდა აცნობონ იმ პირების სახელები და თანამდებობები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მართონ ეს ანგარიშები. 5. როგორც ზოგადი პირობების ნაწილი 7.05-ის (შესყიდვები) გამონაკლისი შემთხვევა საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვები განხორციელდება IFAD შესყიდვების ინსტრუქციების შესაბამისად. 6. ეს ხელშეკრულება ექვემდებარება რატიფიკაციას მსესხებლის მიერ და ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ფონდი მიიღებს შეტყობინებას რატიფიკაციის თაობაზე. 7. დანიშნული წარმომადგენლები და მისამართები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კომუნიკაციებისთვის შემდეგია: მსესხებელი: ფინანსთა მინისტრი ფინანსთა სამინისტრო  ვ.გორგასლის ქ. 16 0114, თბილისი, საქართველო ფონდი: პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი ვია პაოლო დი დონო, 44 00142 რომი, იტალია ეს ხელშეკრულება, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 17 თებერვლით, მომზადებულია ინგლისურ ენაზე ექვს (6) ეგზემპლარად, სამი (3) ფონდისთვის და სამი (3) მსესხებლისთვის. საქართველო ____________________ ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი ___________________  კანაიო ფ. ნუანზე  პრეზიდენტი დანართი 1 პროექტის აღწერა და განხორციელების ღონისძიებები I. პროექტის აღწერა 1. პროექტის სფერო. პროექტი უნდა განხორციელდეს მსესხებლის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო გეოგრაფიული ფოკუსი დადგინდება კლიმატის ცვლილებისადმი მგდრადობისა და მხარდაჭერილი წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვების მიხედვით. პრიორიტეტი მიენიჭება ღარიბ მოსახლეობას ისეთ ადგილებში, სადაც არსებობს სოფლის მეურნეობისა და ირიგაციის განვითარების პოტენციალი. 2. მიზნობრივი მოსახლეობა. პროექტის ძირითად მიზნობრივ ჯგუფს შეადგენენ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ღარიბი მცირე მეწარმეები. მეორე მიზნობრივ ჯგუფს კი შეადგენენ წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის სხვა მონაწილეები, მათ შორის, აგრობიზნესის წარმომადგენლები, კოოპერატივები ან მომსახურების პროვაიდერები. 3. მიზანი. პროექტის საერთო მიზანია საქართველოს სოფლებში ქალებისა და კაცების შემოსავლების ზრდა და სიღარიბის დაძლევა. 4. ამოცანა. პროექტის ამოცანაა ინვესტიციების სტიმულირება კლიმატისადმი ადაპტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვში მცირე მიწის მფლობელი ფერმერების შემოსავლების ზრდისა და მდგრადობის ასამაღლებლად. 5. კომპონენტები. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: (1) ირიგაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის განვითარებისათვის ინვესტირების კომპონენტი; (2) კლიმატისადმი ადაპტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის განვითარება; (3) პროექტის მართვა. 5.1. კომპონენტი 1: ინვესტირება ირიგაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის განვითარებაში. ეს კომპონენტი მხარს დაუჭერს ინვესტირებას შიდა საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციაში (ქვეკომპონენტი1.1) და მცირე მიწის მფლობელი ფერმერების და აგრობიზნესის კერძო ინვესტიციების სტიმულირებას კლიმატისადმი ადაპტირებული წარმოებაში და წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის აქტივობებში (ქვეკომპონენტი1.2) წილობრივი მონაწილოების საგრანტო სქემის მეშვეობით სოფლის მეურნეობის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. ამ კომპონენტით ინვესტიციების პრიორიტეტებს განაპირობებს მცირე ფერმერების და აგრობიზნესის მხრიდან გამოკვეთილი მოთხოვნა. 5.2. კომპონენტი 2: კლიმატისადმი ადაპტირებული სოფლის მეურნეობის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის განვითარება. ეს კომპონენტი უხელმძღვანელებს პრიორიტეტების და ყველა საქმიანობის კოორდინაციას პროექტის ფარგლებში. ძირითადი საქმიანობები მოიცავს შემდეგს: (i) წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის იმ პრიორიტეტული ჯაჭვების იდენტიფიცირება, რომელსაც დაეხმარება პროექტი; (ii) აღნიშნული განხორციელდება მრავალი დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობით, როგორიცაა მწარმოებლები, აგრობიზნესი, მომსახურების პროვაიდერები და სხვა დაინტერესებული მხარეები, განისაზღვრება პრობლემები თითოეულ ჯაჭვში; (iii) კლიმატისადმი ადაპტირებული აგრარული პრაქტიკისა და ტექნოლოგიის გადაცემა, ტრენინგი და პრომოუშენი, მათ შორის პრაქტიკული საველე ტრენინგი მცირემასშტაბიან ტექნოლოგიურ ნაკვეთებზე. 5.3. კომპონენტი 3: პროექტის მართვა. პროექტის მართვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. II. განხორციელება 6. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია 6.1. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეარჩევს და დანიშნავს მოთხოვნის შესაბამის ტექნიკურ პერსონალს და მომსახურების ეროვნულ პროვაიდერს: (i) კლიმატისადმი ადაპტირებული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და ლანდშაფტის აღდგენის მიზნით ექსპერტიზის უზრუნველსაყოფად;  (ii) ხელს შეუწყობს დგილობრივი სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების პროცესების წარმართვას წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვში; (iii) გაუწევს მონიტორინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ფერმერთა ტრენინგის პროცესს ტექნოლოგიური ნაკვეთებისთვის; (iv) გაუწევს ფერმერებს კონსულტირებას საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით; (v) მოაწყობს შემდგომ შეხვედრებს ფერმერებთან, რომლებიც პროექტის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის მიმღებები არიან. (vi) იმოქმედებს, ან დანიშნავს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) და/ან ფონდისათვის მისაღებ ნებისმიერ სხვა ერთეულ(ებ)ს, როგორც მცირე გრანტების ადმინისტრატორს, რომელიც მართავს მცირე გრანტების სქემას მცირე ფერმერებისთვის პროექტის 1.2 ქვეკომპონენტის პირველი ნაწილის (კლიმატზე ადაპტირებული პირველადი წარმოება) ფარგლებში; (vii) იმოქმედებს, ან დანიშნავს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) და/ან ფონდისათვის მისაღებ ნებისმიერ სხვა ერთეულ(ებ)ს, როგორც მცირე გრანტების ადმინისტრატორს, რომელიც მართავს მსხვილი გრანტების სქემას აგრობიზნესისთვის და კოოპერატივებისთვის პროექტის 1.2 ქვეკომპონენტის მეორე ნაწილის (ინვესტირება ირიგაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის განვითარება) ფარგლებში; და  (viii) დადებს დამხმარე, საჭიროებისამებრ, ხელშეკრულებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან და/ან სხვა ერთეულთან, რომლებიც მოცემულია ზემოაღნიშნულ vi და vii ქვეპარაგრაფებში, რომელშიც განსაზღვრული იქნება აქტივობების შესრულების პირობები 1.2 ქვეკომპონენტის ნაწილთან დაკავშირებით. 7. პროექტის განხორციელების სახელმძღვანელო (PIM) 7.1. პროექტი უნდა განხორციელდეს PIM-ის შესაბამისად, რომლის პირობებს მოამზადებს და დაამტკიცებს პროექტის წამყვანი ორგანიზაცია ფონდისთვის მისაღები ფორმით. პროექტის განხორციელების სახელმძღვანელო სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს: (ა) პროექტის პერსონალის და კონსულტანტების ტექნიკურ დავალებას, განხორციელების პასუხისმგებლობებს და დანიშვნის პირობებს; (ბ) პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოებს, ინვესტირების წესებს და პროცედურებს; (გ) მონიტორინგისა და შეფასების სისტემებს და პროცედურებს; (დ) პროექტის თითოეული კომპონენტის განხორციელების ღონისძიებების დეტალურ აღწერას; (ე) კომპონენტი 1-ის ფარგლებში ინვესტიციების განხორციელების კრიტერიუმების შერჩევას; (ე) მომსახურების პროვაიდერ(ებ)ის და პროექტის მხარეების შერჩევის პირობებს, რომელიც გამჭვირვალე და კონკურენტული პროცესის საფუძველზე წარიმართება. (ვ) ფინანსურ მართვას და ანგარიშგების მექანიზმებს, მათ შორის ფინანსურ აღრიცხვას, გადახდების დამტკიცების, ფინანსური ანგარიშგების, შიდა კონტროლის, ფიქსირებული აქტივების მართვის, ასევე შიდა და გარე აუდიტის ღონისძიებებს პროექტისთვის. 8. შუალედური განხილვა. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია და ფონდი ერთობლივად განიხილავენ პროექტის განხორციელებას პროექტის განხორციელების მესამე წელს (შემდგომში „შუალედური განხილვა“) სხვა საკითხებს შორის, შუალედური განხილვა მოიცავს კონტრაქტირებული შემსრულებელი პარტნიორების მუშაობას, ტექნიკური დახმარების და შესაძლებლობების შექმნის აქტივობების ეფექტურობას, პროექტის საერთო მიზნების მიღწევებს და დაბრკოლებებს, ასევე რეკომენდაციებს რეორიენტაციის თაობაზე, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს მიზნების მისაღწევად და დაბრკოლებების გადასალახად. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს შუალედური განხილვის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულება კონკრეტულ ვადაში და ფონდისთვის დამაკმაყოფილებლად. რეკომენდაციებმა შესაძლოა ამ ხელშეკრულების მოდიფიკაციები ან დაფინანსების გაუქმება გამოიწვიოს. დანართი 2 თანხების განაწილების ცხრილი 1. სესხის თანხების განაწილება. (ა) ცხრილში წარმოდგენილია დაშვებული დანახარჯების კატეგორიები, რომლებიც სესხის თანხებით უნდა დაფინანსდეს, ასევე ამ თანხების განაწილება კატეგორიებზე და დანახარჯების პროცენტები მუხლების მიხედვით თითოეულ დასაფინანსებელ კატეგორიაში: კატეგორია გამოყოფილი გრანტის თანხა SDR–ში დასაფინანსებელი დაშვებული ხარჯების % I. სამუშაოები 4 645 000 100% მთავრობის კონტრიბუცია, გადასახადებისა და მოსაკრებლების კუთხით, თანამონაწილეობა და ბენეფიციარების კონტრიბუცია II. საკონსულტაციო მომსახურება 60 000 100% მთავრობის კონტრიბუცია, გადასახადებისა და მოსაკრებლების კუთხით, თანამონაწილეობა და ბენეფიციარების კონტრიბუცია III. გრანტები და სუბსიდიები 2 605 000 100% მთავრობის კონტრიბუცია, გადასახადებისა და მოსაკრებლების კუთხით, თანამონაწილეობა და ბენეფიციარების კონტრიბუცია IV. საოპერაციო ხარჯები 440 000 100% მთავრობის კონტრიბუცია, გადასახადებისა და მოსაკრებლების კუთხით, თანამონაწილეობა და ბენეფიციარების კონტრიბუცია გაუნაწილებელი 860 000 ჯამი 8 610 000 (ბ) ცხრილში გამოყენებული ტერმინები შემდეგნაირად განიმარტება: კატეგორია I "სამუშაო" ნიშნავს დაშვებულ ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება: i) საირიგაციო და ii) წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს პროექტირება-ზედამხედველობას; კატეგორია II "საკონსულტაციო მომსახურება" ნიშნავს დაშვებულ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ტექნიკურ დახმარებასთან, პერსონალის ტრენინგთან, აუდიტთან და სხვა საკონსულტაციო მომსახურებასთან; კატეგორია III "გრანტები და სუბსიდიები" ნიშნავს დაშვებულ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია i) მცირე ფერმერთა გრანტებთან და ii) აგრობიზნესის გრანტებთან, რომლებიც გაღებული იქნება საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად, როგორც ამას დაამტკიცებს ფონდი. კატეგორია IV "საოპერაციო ხარჯები" ნიშნავს დაშვებულ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია i) მიმდინარე ხარჯებთან მგზავრობისა და ლოჯისტიკის ჩათვლით, ii) პროექტის წამყვანი ორგანიზაციის მიერ დაქირავებულ თანამშრომელთა ხელფასებთან; და iii) ოფისისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური მოწყობილობები, ასევე ავეჯი კომპონენტი 3-ის ფარგლებში. დანართი 3 სპეციალური პირობები ზოგადი პირობების 12.01(ა)(xxiii) ნაწილის შესაბამისად, ფონდი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მსესხებლის უფლება სასესხო ანგარიშიდან თანხების გამოთხოვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუკი მსესხებელი დაარღვევს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პირობას, ხოლო ფონდი გადაწყვეტს, რომ ამგვარმა დარღვევამ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინა ან სავარაუდოდ მოახდენს პროექტზე: 1. გადასახადები. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ შეძენილი საქონელი, სამშენებლო სამუშაოები და მომსახურება გათავისუფლდეს მოსაკრებლებისგან, აქციზური გადასახადების და დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ). ნებისმიერი მოსაკრებლები, აქციზური გადასახადები და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელთა გადახდა პროექტისთვის სავალდებულოა, დროულად უნდა იქნეს ანაზღაურებული მსესხებლის მიერ. 2. პროექტის პერსონალის დაზღვევა. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია ვალდებულია დააზღვიოს პროექტის პერსონალის ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევის რისკი რამდენადაც ეს შეესაბამება მის ჩვეულებრივ პრაქტიკას და ეროვნულ სამოქალაქო სამსახურს. 3. თაღლითობა და კორუფცია. მსესხებელმა დროულად უნდა აცნობოს ფონდს პროექტთან დაკავშირებული თაღლითობის ან/და კორუფციის ნებისმიერი ბრალდება ან შეშფოთება, რომლებიც მან იცის ან მისთვის ცნობილი გახდა. 4. გენდერული საკითხი. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტისგან სარგებელი მიიღონ სოფლად მცხოვრებმა ღარიბმა ქალებმა, შესაძლებლობა მიეცეთ გამოხატონ თავისი პრიორიტეტები განვითარებასთან მიმართებაში და ამოქმედდეს მექანიზმები ქალების შემოსავლებზე და ქონებაზე პროექტის ზემოქმედების მონიტორინგის მიზნით. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ: (i) სოფლად მცხოვრები ღარიბი ქალები ინფორმირებულნი იყვნენ პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულების 1 დანართშია წარმოდგენილი; (ii) სოფლად მცხოვრებმა ღარიბმა ქალებმა მონაწილეობა მიიღონ პროექტის ყოველწლიურ განხილვაში და დაგეგმვის სემინარში; (iii) ქალების მინიმალური წარმომადგენლობა პროექტის აქტივობებში 30%-ს შეადგენდეს. 5. რესურსების დაცვა. მსესხებელმა ყველა გონივრული ზომა უნდა მიიღოს, იმისათვის რომ ამოქმედდეს არსებული კანონები წყლის, ტყის და ველური ბუნების რესურსების დასაცავად პროექტის ტერიტორიაზე. მსესხებელმა ყველა ზომა უნდა მიიღოს პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად გარემოსათვის ზიანის მიუყენებლად და ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების მდგრადობას. 6. პროექტის მანქანების და სხვა აღჭურვილობის გამოყენება. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტისთვის გადაცემული ან მის ფარგლებში შეძენილი ყველა მანქანა და აღჭურვილობა მხოლოდ პროექტის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. . გარე აუდიტორები. მსესხებელი პროექტის წამყვანი ორგანიზაციის მეშვეობით დანიშნავს ფონდისთვის მისაღებ დამოუკიდებელ აუდიტორებს ფონდის მიერ ყოველწლიურად შეთანხმებული ტექნიკური დავალების და „პროექტის აუდიტისთვის IFAD ინსტრუქციების“ შესაბამისად. პროექტის აუდიტირებული წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში მენეჯმენტის წერილთან ერთად შიდა კონტროლზე აუდიტის დაკვირვებების შესახებ წარედგინება ფონდს ფისკალური წლის ბოლო ექვსი (6) თვის განმავლობაში. 8. გრანტთან დაკავშირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ინვესტირების კომპონენტის (1 კომპონენტი) შესასრულებლად შერჩეული ორგანიზაციების აუდიტი. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამატებით ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდება პროექტის წამყვანი ორგანიზაციის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის ინვესტირების კომპონენტის (1 კომპონენტი) აქტივობების შესასრულებლად შერჩეულ თითოეულ ორგანიზაციასთან, მითითებული იქნება, რომ დამოუკიდებელ აუდიტორებს ევალებათ წარმოადგინონ კონკრეტული მოსაზრება ამ ორგანიზაციების მიერ გამოყენებულ პროცედურებზე, სახსრების გადარიცხვის დოკუმენტების სისწორეზე, აგრეთვე იმაზე, შეესაბამებოდა თუ არა პროექტის რესურსებით სარგებლობა ფონდის მიერ დამტკიცებული საინვესტიციო სახელმძღვანელოს დებულებებს.