ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს „ბათუმის N1 საავადმყოფოს" კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/2157

განჩინება

საქართველოს სახელით

2016 წლის 25 იანვარი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი /მოვალე/ - შპს ,,ქ. ბათუმის №1 საავადმყოფო’’;

მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოება.

:

2014 წლის 17 დეკემბერს შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ლაშა მიქელაძემ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად მოითხოვა შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ გაკოტრება.

2015 წლის 5 იანვრის განჩინებით შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ დირექტორის ლაშა მიქელაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ (ს/ნ 245426418) მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე ამავე კრებაზე აღიარებულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნები.

 2016 წლის 13 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა შპს ,,ავერსი ფარმას’’ გენერალურმა დირექტორმა ირ. ფურცელაძემ და შპს ,,ავერსი-გეოფარმის’’ რეორგანიზაციის გამო, შპს ,,ავერსი-გეოფარმის’’ უფლებამონაცვლედ შპს ,,ავერსი-ფარმას’’ ცნობა მოითხოვა.

2016 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ დირექტორმა მამუკა მახარობლიძემ და განმარტა, რომ ონლაინ აუქციონზე შპს ,,ქართულმა საინვესტიციო კომპანიამ’’ შეიძინა შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ მოძრავი ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, რის შემდეგ ჩაიბარა აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება და დარეგისტრირდა საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. მიუხედავად ამისა გაკოტრების საქმის წარმოება სასამართლოში კვლავ მიმდინაროებს, განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

 შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 8 თებერვალს 14:00 საათზე .

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი№5).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე:   გენადი მაკარიძე